AS: ესპანეთის ნაკრებში ვისენტე დელ ბოსკეს შემცვლელის ვინაობა უკვე ცნობილია

AutoSharing Option
ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ AS იუწყება.

წყაროს ცნობით, ესპანეთის ნაკრებს, დიდი ალბათობით, ხოაკინ კაპაროსი ჩაიბარებს. ამ უკანასკნელმა უარი უკვე უთხრა ისეთი კლუბების წინადადებებს, როგორებიც არიან "ბეტისი", "ვალენსია" და "ალავესი". რაც შეეხება დელ ბოსკეს, გამოცემის ცნობით, ის სამწვრთნელო საქმიანობას თავს დაანებებს.

კაპაროსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მთავარი კანდიდატია ნაკრების თავკაცის პოსტზე. უწინ ის "მალიორკას", "ლევანტეს", ბილბაოს "ატლეტიკს", "ვილიარეალს", "სევილიასა" და "დეპორტივოს" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1/8-ფინალში, იტალიის ნაკრებთან
მარცხით (0:2) დაასრულა. თამაშის შემდეგ დელ ბოსკემ თქვა, რომ თავის მომავალზე ფედერაციასთან ისაუბრებს.

ევრო 2016. 1/8-ფინალი. იტალია-ესპანეთი: ვენდეტა იტალიურად [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
შემდეგ მწვრთნელსაც გაუჭირდება ალბათ იმიტომ რომ იმ თაობამ ვინც ორი ევროპა და ერთი მსოფლიო მოიგო საკმარისი მოტივაცია აღარ აქვს!
brola*
28 ივნისი 2016 17:20
0
რაც ამ ნაკრებს ხავი გამოაკლდა დაღმასვლა დაეწყო, ხავი იყო მთელი გული ნაკრების
beqa
28 ივნისი 2016 16:52
0
ესპანეტის ჰეგემონია უკვე წარსულია
oto gagnidze akademia
28 ივნისი 2016 14:09
0
ვინც არ უნდა დანიშნონ, ესპანეტს არაპერი უშველის, მიტომ რომ თაობატა ცვლა იწყება
am taobam tavisi sakme gaaketa.
28 ივნისი 2016 13:36
0
ახლა ხომ დარწმუნდით რომ საქართველომ ესპანეთს შემთხვევით არ მოუგო იტალიამ ესპანეთი დაამარცხა მანამდე კი ევროს დაწყებამდე მწარე მარცხი იწვნია ჩვენ ნაკრებთან ასე რომ ალბათ ამანაც მოახდინა ზეგავლენა რომ დღეს ესპანეთი ვეღარ ითამაშებს
ფეხბურთის გიჟი ფანი
28 ივნისი 2016 11:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული