ლიონელ მესისა და მამამისს ბარსელონას სასამართლომ 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

AutoSharing Option
ბარსელონის სასამართლომ "ბარსელონას" არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის და მამამის ხორხე მესის გადასახადებისთვის თავის არიდების გამო 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ლიონელსა და მამამისს ბრალი 2013 წლის ზაფხულში წაუყენეს. ისინი საგადასახადო დეკლარაციების გაყალბებასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულეს. საქმე ესპანეთის ტერიტორიაზე, 2007-09 წლებში, არგენტინელი ფორვარდის საიმიჯო უფლებების გამოყენებისთვის მოგების გადასახადს ეხება. გამოძიების ვერსიით, ამ ყველაფრით ესპანეთის ბიუჯეტმა 4,1 მლნ ევრო იზარალა.

აღსანიშნავია, რომ განაჩენი არ ითვალისწინებს აუცილებლად ციხეს, რადგან ესპანური კანონმდებლობით, ორ წელიწადზე ნაკლები პერიოდის სასჯელის პირობითი პატიმრობის სახით მოხდა შეიძლება.

იხილეთ ინგლისური ვერსია - Lionel Messi handed 21-month jail term in Spain for tax fraud
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესენი ყველა მხრიდან ფულს შოულობენ, 4,1 მილიონით უზარალია და 20 მილიონი უკვე გააკეთეს. სასამართლოს დაწყებისთანავე სეიტანა მესიმ, ახლახან ბარსამაც და რეალმაც 34 მილიონი გადაიხადეს ჯარიმა, იმისათვის რო სტადიონთან ტერიტორია შეიძინეს ათი წლის წინ და ახლა ვინაიდან ვერ გამოიყენეს გაყიდეს და მოგება ათმაგი რატომ მიიღეთო და სულ ბიუჯეტში შეატანინეს.
საღოლ ესპანეთის სასამართლოს!!!
16:00 06-07-2016
0
მესისთვის ჩვენ სასამართლოს რომ მიესაჯა ეს სასჯელი იტყოდენენ ბიძინამ გააკეთებინა ასეო განგებო. ესაა დემოკრატია ვერაფერს იტყვი.
kika
18:46 06-07-2016
0

სიახლეები პოპულარული