"რეალი" და "ბარსელონა": ჩვენი ფერია მეწამული

AutoSharing Option
ესპანურ გიგანტებს, "რეალსა" და "ბარსელონას" ერთი რამ საერთო ექნებათ - 2016/17 წლების სეზონში ორივე გუნდმა საგარეო ფორმებისთვის მეწამული ფერი შეარჩია.

გუშინ "სამეფო კლუბმა" ახალი ფორმების პრეზენტაცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ "რეალის" უპირველესი ვარსკვლავები: კრიშტიანო რონალდო, გარეთ ბეილი, ქარიმ ბენზემა, მარსელო, ხამეს როდრიგესი და კაპიტანი სერხიო რამოსი.

"ადიდასმა" წარადგინა როგორც საშინაო, ისე საგარეო ფორმა. საშინაო ფორმა, რა თქმა უნდა, თეთრია. დიზაინში მთავარი სხვაობა ისაა, რომ 2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაუბრუნდა მაისურებს საყელო. საგარეო ფორმა მეწამულია. ამბობენ, 1902 წლის მაისურებს მეწამული ფერის
ზოლები ჰქონდაო.

ამასთან, "რეალმა" გამოაცხადა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ნომერს იცვლის - დანი კარვახალი მე-2 ნომრით ითამაშებს (15 ნომერი იყო), რაფაელ ვარანი 5 ნომერი იქნება (2), ლუკას ვასკესი - 17 (18), ფაბიო კოენტრაო - 15 (5), "იუვენტუსიდან" დაბრუნებულ ალვარო მორატას 21 ნომერი შეხვდა.

* * *

Sportall.Ge
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონამაც" მოაწყო ახალი ფორმის პრეზენტაცია, ოღონდ მხოლოდ საგარეოსი (საშინაო ფორმის პრეზენტაცია უკვე გაიმართა). საოცარია, მაგრამ ფაქტია - "ბარსელონამაც" მეწამულში გადაწყვეტილი ფორმები შემოგვთავაზა. კატალონიელთა მაისურები მადრიდელებისაზე უფრო მუქია. "ბარსას" სხვა სპონსორი აცმევს - "ნაიკი".

ახალი ფორმის წარდგენაში მონაწილეობა მიიღეს ნეიმარმა, ჟერარდ პიკემ, ლიონელ მესიმ, ანდრეს ინიესტამ, ლუის სუარესმა და სხვებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული