ამსტერდამის "აიაქსის" აწ უკვე ყოფილი მეკარე იასპერ სილესენი კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გაგრძელებს.
კატალონიურმა კლუბმა სილესენის ტრანსფერი ოფიციალურად გუშინ დაადასტურა.
"ბარსელონას" სილესენის შეძენა 13 მილიონი ევრო დაუჯდა. 27 წლის ჰოლანდიელმა მეკარემ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 60 მლნ ევროს შეადგენს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.