გრიზმანი: "ატლეტიკოს" დატოვებაზე მხოლოდ სიმეონეს წასვლის შემთხვევაში დავფიქრდები...

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა ესპანელ ჟურნალისტებთან მის მომავალზე კომენტარი გააკეთა.

"აქაურობის დატოვებაზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავფიქრდები - თუ დიეგო სიმეონე წავა! მანამდე არანაირი საბაბი კარიერის სხვა კლუბში გასაგრძელებლად არ მაქვს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სიმეონეს ვესაუბრე. ის დამპირდა, რომ კლუბში დარჩებოდა, ამიტომ ბევრი მეც აღარ მიფიქრია. მისგან ბევრს ვსწავლობ.

ესპანეთში თამაშით ბედნიერი ვარ. აქაური გულშემატკივრებისგან სიყვარულს ვგრძნობ და მათთვის თამაში მსიამოვნებს", - განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი "ატლეტიკოში" 2014 წელს გადაბარგდა და 108 ჩატარებულ მატჩში 57 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული