ლიონელ მესიმ "ბარსელონას" მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშა

AutoSharing Option
"ბარსელონას" გულშემატკივრებმა კარგი სიახლე შეიტყვეს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ლიონელ მესიმ, რომელმაც ტრავმის გამო ახლახან არგენტინის ნაკრების მატჩი გამოტოვა, 7 სექტემბერს კატალონიურ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა საერთო ჯგუფთან ერთად, წვრთნის პირველ ნაწილში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით გააგრძელა.

ამრიგად, არაა გამორიცხული, მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში, "ალავესთან" შეხვედრაში თამაში შეძლოს. მატჩი 10 სექტემბერს, კატალონიური კლუბის მოედანზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული