El Confidencial: დიეგო სიმეონე "ატლეტიკოს" 2018 წელს დატოვებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე 2018 წლის ზაფხულში კლუბს დატოვებს.

აღნიშნულ ინფორმაციას El Confidencial-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, სიმეონეს ბოლო პერიოდში კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემები შეექმნა, ამიტომ კლუბის დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდე 2 წლით ადრე გადაწყვიტა. არგენტინელის მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2020 წლამდეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ სიმეონემ "ატლეტიკო" 2011 წელს ჩაიბარა. მას მერე "ატლეტიკომ", ჩემპიონთა ლიგის გარდა, აბსოლუტურად ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც კი შეეძლო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ორჯერ ითამაშა და ორჯერვე მადრიდის "რეალთან" დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული