ლუის ენრიკემ ლიონელ მესი "ალავესთან" მატჩის წინ "ბარსელონას" განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
დიდი შანსია, "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ დღეს ესპანეთის ლა ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში "ალავესის" წინააღმდეგ ითამაშოს. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ არგენტინელი ფეხბურთელი მატჩის განაცხადში შეიყვანა.

"ბარსელონას" პრესსამსახურის ცნობით, მესი სრულებით ჯანმრთელია და მზადაა მოედანზე გასასვლელად.

შეგახსენებთ, რომ მესიმ მცირე ტრავმის გამო გამოტოვა მსოფლიოს შესარჩევში ვენესუელა-არგენტინის (2:2) შეხვედრა, რისთვისაც არგენტინელ გულშემატკივართა ერთი ნაწილის უკმაყოფილება დაიმსახურა.

ენრიკემ გუნდის განაცხადში ასევე შეიყვანა ანდრეს ინიესტა და ჟერემი მატიო, ხოლო ანდრე გომეში, ჟერარდ პიკე და სერხი რობერტო თამაშს გამოტოვებენ. ამის მიზეზი კატალონიელთა მჭიდრო
კალენდარია, რომლებსაც მომავალ კვირაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა ელით "სელტიკის" წინააღმდეგ.

"ალავესთან" ტრავმის გამო არ იქნება მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელსაც დაახლოებით ორი კვირა გაუცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული