დიეგო სიმეონემ "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის ხანგრძლივობა 2 წლით შეიმცირა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2018-წლამდე შეიმცირა.

აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემა "მარკა" ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კონტრაქტის ხანგრძლივობის შემცირება თავად სიმეონეს თხოვნით მოხდა. არგენტინელს "ატლეტიკოდან" წასვლა მიმდინარე სეზონის დაწყებამდე სურდა, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში კლუბისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევდა. როგორც ირკვევა, მისით დაინტერესებული "ინტერი" და პსჟ არ აღმოჩნდნენ მზად "ატლეტიკოსთვის" კომპენსაცია გადაეხადათ, ამიტომ არგენტინელთან ახალ კონტრაქტს მოეწერა ხელი - კონტრაქტი, რომელიც არგენტინელს მადრიდელებთან 2020-წლამდე აკავშირებდა, ორი წლით შემცირდა, ამავე დროს კი სიმეონეს ხელფასი გაეზარდა და ის ლა ლიგის
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული