"კონტრაქტის ხანგრძლივობის შემცირება არაფერს ნიშნავს - მისი გახანგრძლივება მერეც შეგვეძლება!"

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "ხიხონთან" მოპოვებული გამარჯვების (5:0) შემდეგ ჟურნალისტებან ისაუბრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზაეც არგენტინელმა ისაუბრა, კლუბთან კონტრაქტის 2 წლით შემცირებაა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სიმეონემ "ატლეტიკოსთან" 2020-წლამდე მოქმედი კონტრაქტი 2 წლით, 2018-მდე შეიმცირა. სიმეონემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და იქვე აღნიშნა, რომ ეს არაფერს ცვლის, კონტრაქტის გახანგრძლივება კი კვლავაც შესაძლებელია.

"დიახ, ეს მართალია, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. აქ ბედნიერი ვარ და ჩემს საქმეს კვლავ გულით გავაკეთებ. უახლოეს 2 წელიწადში  კონტრაქტის გახანგრძლივება კვლავ შეგვეძლება", - განაცხადა არგენტინელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული