არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ბაუსას ნათქვამის გამო "ბარსელონას" ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
როგორც "ბარსელონას" წარმომადგენელმა ხოსეპ ვივესმა განაცხადა, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ კატალონიურ კლუბთან ბოდიში მოიხადა არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ედგარდო ბაუსას სიტყვების გამო.

ბაუსამ "ბარსელონა" გუნდის არგენტინელი თავდამსხმელის ლიონელ მესის ტრავმის გამო გააკრიტიკა. არგენტინის ნაკრების თავკაცის თქმით, "ბარსელონა" თავად არ უფრთხილდება თავის მოთამაშეს.

"არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია დაგვიკავშირდა და მესის ტრავმასთან დაკავშირებით მწვრთნელის გამონათქვამის გამო ბოდიში მოგვიხადა, - აქვეყნებს ვივასის სიტყვებს AS. - ფედერაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მწვრთნელს ეს ცუდი განზრახვით არ უთქვამს და უბრალოდ, აზრი არასათანადო სიტყვებით გამოთქვა".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" არგენტინელმა
ვარსკლავმა ტრავმა მადრიდის "ატელტიკოსთან" (1:1) მატჩში მიიღო და დაახლოებით სამი კვირა გაუცდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული