ლა ლიგა. VI ტური: მადრიდის "რეალმა" ქულები "ლას პალმასთანაც" დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
24 სექტემბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

კატალონიის "ბარსელონა" "ხიხონს" ესტუმრა და ანგარიშით 5:0 გაანადგურა. ანგარიში 29-ე წუთზე გუნდის ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გახსნა, რასაც 3 წუთში რაფინიას გოლიც მოყვა. 74-ე წუთზე "ხიხონი" მოედანზე 10 კაცით დარჩა - მსაჯმა მოედნიდან ლორა გააძევა. 81-ე წუთზე სტუმრებს მესამე გოლი ნეიმარმა გაუტანა, რომელმაც 88-ე წუთზე დუბლიც გაიფორმა, მანამდე კი მეოთხე გოლი "ხიხონს" არდა თურანმა გაუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თავისი შეხვედრა კვლავ ვერ მოიგო მადრიდის "რეალმა", რომელიც "ლას პალმასს" ესტუმრა და მიუხედავად
იმისა, რომ ორჯერ იგებდა, მაინც ვერ იმარჯვა. ანგარიში 33-ე წუთზე მარკო ასენსიომ გახსნა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება ძალიან მალევე შეძლეს - 38-ე წუთზე მადრიდელებს ტანამ გაუტანა. პირველი ტაიმი ასეც მორჩა. 67-ე წუთზე თავისი გოლი ქარიმ ბენზემამაც გაიტანა, მაგრამ 85-ე წუთზე სერხიო არაუხომ მაინც შეძლო გოლის გატანა და მასპინძლებს ქულა მოუტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ეიბარმა" საკუთარ მოედანზე "სოსიედადს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო, "ბილბაომ" კი ასევე საკუთარ მოედანზე "სევილია" დაამარცხა - 3:1.

სატურნირო ცხრილს 14 ქულით კლავ მადრიდის "რეალი" ლიდერობს. 13 ქულით მეორე "ბარსელონაა", "ბილბაო" კი "სევილიას" დამარცხებით მე-3 პოზიციაზე აინაცვლა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული