ლა ლიგა. VI ტური: ხუთი მესის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ მეორე ტურში ვერ მოიგო.
* "ატლეტიკოს" ნახევარმცველმა აუგუსტო ფერნანდესმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.
* "ვალენსიას" გოლკიპერი დიეგო ალვეში პენალტების მოგერიების მიხედვით პრიმერას რეკორდსმენი გახდა - მან მე-17 პენალტი მოიგერია.

"სამეფო კლუბი" საეჭვო ფორმაშია, მაშინ, როცა "ბარსელონა" ლეო მესის გარეშეც დაფრინავს, დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოს" კი ქულები ძალიან მძიმედ ემატება.

თავგატეხილის თავურით
"ბეტისმა" ზედიზედ მესამე ანდალუსიური დერბი ითამაშა და, როგორც იქნა, მოიგო, "გრანადასთან" ფრისა (2:2) და "სევილიასთან" წაგების (0:1) შემდეგ გუსტავო პოიეტის გუნდმა "მალაგას" თანაბარ თამაშში აჯობა - 1:0.
მატჩის ბედი "ბეტისისგან" საუკეთესოებმა გადაწყვიტეს - ახალგაზრდა ბელგიელმა მუსონდამ ჩააწოდა და თავგატეხილმა ვეტერანმა ხოაკინმა შესანიშნავი თავურით მის გუნდს მოაგებინა და "ბენიტო ვილიამარინზე" შეკრებილი 40 ათასამდე ფანი გაახარა.

ბასკური დერბი
ბასკურ დერბიში "ეიბარმა" პირწმინდად დაჯაბნა "რეალ სოსიედადი" და ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - 2:0. ბევრი რამ 24-ე წუთზე გადაწყდა, როცა მსაჯმა სტუმარი არიც ელუსტონდო გააძევა. იქვე პედრო ლეონმა ვერ შეძლო პენალტის გატანა. იპურუელებმა თავისით, რომ ვერ გაიტანეს, მათ ასიერ ილიარამენდი დაეხმარა, რომელმაც საკუთარი კარი დალაშქრა. ბებეს გოლის შემდეგ კი კითხვები აღარ დარჩენილა.

მესის გარეშე
ტრავმირებული ლეო მესის გარეშეც "ბარსელონა" უსერიოზულესი მეტოქეა ხიხონის "სპორტინგისთვის", ჩემპიონმა სტუმრად 5:0 იმარჯვა. ნეიმარმა დუბლი გაიფორმა, ხოლო ლუის სუარესმა ერთი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გრიზმანთან ერთად დაწინაურდა. თითო გოლი გაიტანეს რაფინიამ და არდა თურანმა. აღვნიშნავთ სერხი რობერტოს ორ საგოლე პასსაც.

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "ძალიან კარგად დავიწყეთ თამაში, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და შესვენებამდე გვარიანად გავედით წინ. მეორე ტაიმის დასაწყისში ბურთს ცუდად ვფლობდით, იმ პერიოდში "სპორტინგს" შეეძლო თამაშში დაბრუნება, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ვერ შეძლო.

გუნდით კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისი მაინც მაღელვებს. საბოლოო ანგარიში არ ასახავს მატჩის პერიპეტიებს, ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ იოლად მოვიგეთ, მაგრამ ასე ნამდვილად არ ყოფილა. "სპორტინგი" ინტენსიურად თამაშობდა, რომ არა გაძევება, თამაში ასეთი გამანადგურებელი ანგარიშით არ დასრულდებოდა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მარცხი ბილბაოში
ბილბაოში "ატლეტიკმა" "სევილია" 3:1 დაამარცხა. მასპინძლები მიკელ სან ხოსემ დააწინაურა. მეორე ტაიმის დასაწყისში სამირ ნასრიმ პრიმერაში სადებიუტო გოლი კი გაიტანა, მაგრამ ამის მერე მაინც ბასკებმა იძალეს. ჯერ მიკელ ბალენზიაგამ, შემდეგ კი არიც ადურისმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს იტალიელი მეკარე სალვატორე სირიგუ გაუძევეს.

მხოლოდ ქულა კანარის კუნძულებიდან
მადრიდის "რეალმა" პრიმერას ზედიზედ მეორე მატჩში ვერ მოიგო - კანარის კუნძულებზე "სამეფო კლუბი" "ლას პალმასს" დაუზავდა - 2:2. "რეალი" მას მერე დაწინაურდა, რაც ნაჩო შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ მარკო ასენსიომ დაამატა. საპასუხოდ "ლას პალმასმა" ტანასუს დარტყმით გაათანაბრა.

მეორე ტაიმში გარეთ ბეილმა კრიშტიანო რონალდო მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მართალია, გოლკიპერმა დარტყმული მოიგერია, მაგრამ ქარიმ ბენზემამ დაამატა და "რეალი" კვლავ წინ გავიდა. "რეალს" ქულები შეცვლაზე შესულმა სერხიო არაუხომ დააკარგვინა, მან განმეორებითი დარტყმით შეძლო კასილიას კარის დალაშქვრა.

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ჩვენ ამ კვირაში უკვე ვითამაშეთ, კრიშტიანოს კი ხანდახან დასვენება სჭირდება, ამიტომაც შევცვალე ის. რონალდო კარგად თამაშობდა, მაგრამ მე ჩემპიონთა ლიგის თამაშზეც ვფიქრობ. სამშაბათს თამაში გვაქვს. მეტოქემ გაათანაბრა იმის გამო, რომ გუნდმა იმ მომენტში კონცენტრაცია დაკარგა. თუ გუნდი ორ გოლს უშვებს, ესე იგი მას დაცვაში ყველაფერი კარგად არ აქვს. ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კვირის მატჩები
კვირის შეხვედრებიდან აღვნიშნავთ "ვალენსიას" ზედიზედ მეორე გამარჯვებას, "ღამურებმა" სტუმრად 2:1 მოიგო მადრიდში "ლეგანესთან". მოკლედ, ვორო "ვალენსიას" დროებითი თავკაცი კი არის, მაგრამ კლუბმა ექვსივე ქულა მისი წყალობით მოიპოვა.

დიეგო სიმეონეს "ატლეტიკომ" "დეპორტივოს" 1:0 მოუგო, გამარჯვების გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგა. VI ტური
23 სექტემბერი
ბეტისი-მალაგა 1:0
გოლი: 1:0 ხოაკინი (25)
ბეტისი (4-4-2): ადანი - პიჩინი, ბ. გონსალესი, პეცელა (22. დონკი), რ. ნავარო - მუსონდა, პეტროში, ფ. გუტიერესი, ხოაკინი - ალეგრია, რ. კასტრო (64. ბრაშანაცი (70. სეხუდო))
მალაგა (4-4-2): კამენი - როსალესი, დ. ლორენტე, მ. ტორესი, რიკა - ხუანპი, ნაჩო კამაჩო, კუზმანოვიჩი (59. დუდა), ხონი (77. კ. კასტრო) - შარლესი (50. ენ ნესირი), ს. რამირესი
გაფრთხილება: გონსალესი, პეტროში, ნავარო, სეხუდო - რამირესი, ხონი, კუზმანოვიჩი, კამაჩო, ლორენტე, კასტრო
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-16 (4-6); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 37 038

24 სექტემბერი
ეიბარი-სოსიედადი 2:0
გოლები: 1:0 ილიარამენდი (57 ს. კ.), 2:0 ბებე (66)
ეიბარი (4-4-2): რიესგო - კაპა, გალვესი, ლეჟონი, ლუნა - პედრო ლეონი, დ. გარსია, ესკალანტე (85. ფ. რიკო), ბებე (79. პენია) - ენრიჩი, კიკე (63. ნანო)
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): რული - ელუსტონდო, რ. ნავასი, ი. მარტინესი, ლიტრი - ილიარამენდი, ბერგარა - ველა (66. ოიარზაბალი), ხუანმი, ზურუტუზა (46. ზალდუა) - ვილიან ჟოზე (58. ჩაბი პრიეტო)
შენიშვნა: პედრო ლეონმა ვერ გაიტანა პენალტი (25)
გაფრთხილება: კიკე, გალვესი, ესკალანტე, გარსია - ი. მარტინესი, ველა
გაძევება: ელუსტონდო (24)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 17-3 (3-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 4 789

სპორტინგი-ბარსელონა 0:5
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (29), 0:2 რაფინია (32), 0:3 ნეიმარი (81), 0:4 არდა თურანი (85), 0:5 ნეიმარი (88)
სპორტინგი ხ. (4-2-3-1): კუელიარი - ლორა, მერე, ამორებიეტა, ლ. კასტელიანო - ს. ალვარესი, კასესი - ვ. როდრიგესი (77. დ. პერეირა), მ. გომესი (68. ნდი), ბურგუი - ჩოპი (68. კ. კასტრო)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - ს. რობერტო, პიკე, მატიო, დინი - რაფინია, ბუსკეტსი (69. დ. სუარესი), ანდრე გომეში - არდა თურანი, ლ. სუარესი (72. პ. ალკასერი), ნეიმარი
გაფრთხილება: ლორა, ამორებიეტა -
გაძევება: ლორა (74)
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 10-13 (3-7); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 26 098

ბილბაო-სევილია 3:1
გოლები: 1:0 სან ხოსე (26), 1:1 ნასრი (55), 2:1 ბალენზიაგა (66), 3:1 ადურისი (90-პენ)
ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა - დე მარკოსი, ი. ალვარესი, ლაპორტი, ბალენზიაგა - სან ხოსე, ბენიატი (91. საბინი) - ვილიამსი, რაულ გარსია (77. საბორიტი), სუსაეტა (70. იტურასპე) - ადურისი
სევილია (4-2-3-1): სირიგუ - მარიანო, პარეხა (69. ვიეტო), მერკადო, კოლოძეიჩაკი - კრანევიტერი, ხ. კორეა (59. ვიტოლო) - სარაბია, იბორა, ნასრი - კ. ფერნანდესი (62. ფ. ვასკესი)
გაფრთხილება: ადურისი, ვილიამსი - მერკადო, მარიანო
გაძევება: სირიგუ (88)
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 9-9; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 14-5 (7-2); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 42 415

ლას პალმასი-რეალი 2:2
გოლები: 0:1 ასენსიო (33), 1:1 ტანასუ (38), 1:2 ბენზემა (67), 2:2 არაუხო (85)
ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი - მიჩელი, დ. გარსია, აიტამი, დ. კასტელიანო - მესა, ვ. გომესი - მომო (68. არაუხო), ტანასუ, ვიერა (56. ელ ჟარი) - ლივაია (88. ლემოსი)
რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, ნაჩო - მოდრიჩი, კროოსი, ასენსიო (64. ბენზემა) - ბეილი, მორატა (80. ისკო), რონალდო (72. ლ. ვასკესი)
გაფრთხილება: მესა, გარსია, ტანასუ - კროოსი, კარვახალი
კუთხური: 0-5; ჯარიმა: 7-19; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 8-27 (6-11); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 22 520

25 სექტემბერი
ლეგანესი-ვალენსია 1:2
გოლები: 1:0 შიმანოვსკი (21), 1:1 ნანი (34), 1:2 მ. სუარესი (52)
ლეგანესი (4-2-3-1): სერანტესი - ვ. დიასი, მანტოვანი, მედჯანი, მარინი (84. მაჩისი) - ტიმორი, ალბერტო - ო. რამოსი, უ. ლოპესი (59. ლუსიანო), შიმანოვსკი - გერერო (65. მ. კონე)
ვალენსია (4-3-3): დ. ალვეში - მონტოია, მანგალა, სანტოსი, გაია - პარეხო, ე. პერესი, მ. სუარესი - კანსელო (69. ელ ჰადადი), როდრიგო (87. აბდენური), ნანი (94. პაკალი)
შენიშვნა: შიმანოვსკიმ ვერ გაიტანა პენალტი (62)
გაფრთხილება: გერერო, ლუსიანო, სერანტესი, ალბერტო - პერესი, მონტოია, ალვეში, ნანი
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 7-9 (3-4); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 10 622

ატლეტიკო-დეპორტივო 1:0
გოლი: 1:0 გრიზმანი (70)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხ. ხიმენესი (36. ლ. ერნანდესი), გოდინი, ფილიპე ლუიში - გაიტანი, ა. ფერნანდესი (19. გაბი), კოკე, ფერეირა-კარასკო (59. გამეირო) - გრიზმანი, ა. კორეა
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი - ლაურე, ალბენტოსა, არიბასი, ფ. ნავარო (75. ბაბელი) - ბორხესი, გილერმე (68. მოსკერა) - ვალე, ფახრი, ჩოლაქი - ანდონე (60. ლუიზინიო)
გაფრთხილება: ერნანდესი - ფახრი, ჩოლაქი, ბაბელი
გაძევება: ფახრი (45)
კუთხური: 10-0; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 8-0; კარში დარტყმა: 21-7 (5-1); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 45 653

ვილიარეალი-ოსასუნა 3:1
გოლები: 1:0 პატო (5), 2:0 ბრუნო სორიანო (24-პენ), 3:0 სანსონე (39), 3:1 რ. ტორესი (45-პენ)
ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - მარიო გასპარი, ალვარო, ვ. რუისი, ხ. კოსტა - კასტილიეხო, ტრიგეროსი, ბრუნო სორიანო, რ. სორიანო (73. ჩერიშევი) - სანსონე (78. ბორე), პატო (63. ჯ. დოს სანტოსი)
ოსასუნა (4-4-2): მ. ფერნანდესი (46. ა. ფერნანდესი) - ბონინი, დ. გარსია, ფლანიო, ფუენტესი - მერიდა (54. ოლავიდე), ოიერი, რ. ტორესი, კლერკი (46. ხ. რომერო) - რივიერი, ს. ლეონი
გაფრთხილება: - მ. ფერნანდესი, ოლავიდე
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 7-17; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 12-11 (5-3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 18 319

ესპანიოლი-სელტა 0:2
გოლები: 0:1 ჯ. როსი (91), 0:2 სისტო (93)
ესპანიოლი (4-4-2): დ. ლოპესი - ხ. ლოპესი, დ. ლოპესი, ო. დუარტე, ვ. სანჩესი - როკა (46. ე. პერესი), ფუეგო, პ. დიოპი, ხ. რეიესი (68. ხურადო) - ლ. ბაპტიშტაო (50. კაისედო), ჟ. მორენო
სელტა (4-2-3-1): ს. ალვარესი - გომეს სოლა (82. მალიო), რონკალია, კაბრალი, ხონი - მ. დიასი (75. პ. ერნანდესი), რადოია - სისტო, ვასი, ბონგონდა (70. ჯ. როსი) - ასპასი
გაფრთხილება: როკა, დუარტე - რონკალია, ასპასი, ერნანდესი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 9-12 (2-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 17 484

ორშაბათი. 26 სექტემბერი
ალავესი-გრანადა 22:45

ბომბარდირები: 5 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუის სუარესი (ბარსელონა); 4 - რუბენ კასტრო (ბეტისი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ჟერარდ მორენო (ესპანიოლი), ნიკოლა სანსონე (ვილიარეალი).

მომდევნო ტური
30 სექტემბერი:
რეალ სოსიედადი-ბეტისი

1 ოქტომბერი:
გრანადა-ლეგანესი, სევილია-ალავესი, ოსასუნა-ლას პალმასი, დეპორტივო-სპორტინგი.

2 ოქტომბერი:
ვალენსია-ატლეტიკო, რეალი-ეიბარი, ესპანიოლი-ვილიარეალი, მალაგა-ბილბაო, სელტა-ბარსელონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული