სკანდალი ჟოზე მოურინიოს წიგნის გამო - ვის მოშორებას ითხოვდა პერესი?

AutoSharing Option
ჟურნალსტმა ტობერტ ბიზლიმ პრესაში გაავრცელა ნაწყვეტი ჟოზე მოურინიოს წიგნიდან, რომელიც ძირითადად იმ პერიოდს ეძღვნება, რომელიც ორტუგალიელმა მადრიდის "რეალში" გაატარა.

ამ ამონარიდის მიხედვით, 2015 წლის ზაფხულში "სამეფო გუნდის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი "განსაკუთრებულს "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნებას სთხოვდა, იმისთვის, რომ ჟოზეს გასახდელში სიტუაცია დაელაგებნა და კლუბიდან "მოეშორებინა" - პეპე, მარსელო, რამოსი… და კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელი.

პერესს მოურინიოსგან უარი მიუღია და ამასთან ერთად რჩევაც - თუ ვინ უნდა დაენიშნა ფლორენტინოს ახალ მწვრთნელად…. აქედანვე ვთქვათ, რომ მოგვიანებით, მოურინიომ უარყო ეს ინფორმაცია, პერესი უკან არ მეპატიჟებოდაო.

"იქამდე, სანამ პერესი რაფაელ ბენიტესს დანიშნავდა, მას ჩემი დაბრუნება სურდა. მე მას უარი ვუთხარი და ამავდროულად ვურჩიე, რომ რაფა არ მიეწვია. ის ამ კანდიდატურაზე განიხილებოდა თავისი სტატუსისა და სტატისტიკის გამო, მაგრამ პრობლემური პერიოდი ჰქონდა და პერესი ძალიან რისკავდა.

იმ დროს ერთადერთი ნორმალური ვარიანტი იყო იურგენ კლოპი, ფლორენტინოს გემანელის დანიშვნა ვურჩიე. მას უნდოდა კლუბში მივბრუნებულიყავი და არეული ვითარება დამელაგებინა, რამდენიმე ფეხბურთელი გამეშვა და სიტუაცია დამელაგებინა. მე კი ვუპასუხე რომ უკვე ძალიან გვიანი იყო. მადრიდის "რეალი" გუნდია, სადაც ფეხბურთელები მტრულ ბანაკებად არიან დაქსაქსულები" - ციტირებენ მოურინიოს.

"ჩემი "რეალში" დაბრუნების საკითხი არ განხილულა, ფლორენტინო პერესთან მსგავს საკითხებზე არ მისაუბრია. პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება" - ამტკიცებს ჟოზე, მაგრამ აღარავინ უჯერებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული