ლა ლიგა. VII ტური: რაიან ბაბელის გასროლა

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს ესპანეთის ლა ლიგის მე-7 ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

"სევილიამ" შინ 2:1 მოუგო "ალავესს" და ლიდერ "რეალს" დაეწია 14 ქულით. დუბლი შეასრულა "ტულუზიდან" გადასულმა ვისამ ბენ იედერმა. სტუმართა გოლი მცველმა ვიქტორ ლაგვარდიამ გაიტანა.

"დეპორტივოს" მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მოაგებინა რაიან ბაბელმა, რომელმაც ახლახან გააფორმა ანდალუსიურ კლუბთან კონტრაქტი. ჰოლანდიელის შორეული გასროლამ წერტილი დაუსვა მატჩს "სპორტინგთან" - 2:1.

ლა ლიგაში დღის მთავარი სიახლე კი საფეხბურთო მოედნებიდან არ მოსულა - "ვალენსიამ" 20
18 წლამდე გააფორმა კონტრაქტი იტალიის ნაკრების ყოფილ თავკაც ჩეზარე პრანდელისთან.

შაბათი. 1 ოქტომბერი
გრანადა-ლეგანესი 0:1
გოლი: 0:1 შიმანოვსკი (76)

სევილია-ალავესი 2:1
გოლები: 1:0 ბენ იედერი (74), 1:1 ლაგუარდია (84), 2:1 ბენ იედერი (90)

ოსასუნა-ლას პალმასი 2:2
გოლები: 1:0 რ. ტორესი (7-პენ), 2:0 ს. ლეონი (45), 2:1 ვ. გომესი (57), 2:2 დ. გარსია (90)

დეპორტივო-სპორტინგი 2:1
გოლები: 1:0 ბორხესი (35), 1:1 ს. ალვარესი (65), 2:1 ბაბელი (90)

პარასკევი. 30 სექტემბერი
სოსიედადი-ბეტისი 1:0

კვირა. 2 ოქტომბერი
ვალენსია-ატლეტიკო 14:00
რეალი-ეიბარი 18:15
ესპანიოლი-ვილიარეალი 20:30
მალაგა-ბილბაო 20:30
სელტა-ბარსელონა 22:45

1. რეალი - 14 ქულა; 2. სევილია - 14; 3. ბარსელონა - 13; 4. ატლეტიკო - 12; 5. ვილიარეალი - 12.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული