ლიონელ მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობას სურს, გუნდის არგენტინელ თავდამსხმელს, ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზოს. ამის შესახებ Mundo Deportivo იუწყება.

კატალონიურ კლუბში სურთ, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა კარიერის ბოლომდე მათ რიგებში ითამაშოს, თუმცა თავად მესი დიდად არაა მოწადინებული, გაახანგრძლივოს ხელშეკრულება და როგორც ჩანს, თავად აპირებს მოლაპარაკებებისა და ახალი კონტრაქტის ვადების განსაზღვრას.

ბოლოს მესიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2014 წელს გაახანგრძლივა, რომელიც 2018 წლამდეა გათვლილი და მასში არგენტინელის ხელფასად წელიწადში 21,2 მლნ ევროა გათვალისწინებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული