კატალონიურ კლუბში სურთ, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა კარიერის ბოლომდე მათ რიგებში ითამაშოს, თუმცა თავად მესი დიდად არაა მოწადინებული, გაახანგრძლივოს ხელშეკრულება და როგორც ჩანს, თავად აპირებს მოლაპარაკებებისა და ახალი კონტრაქტის ვადების განსაზღვრას.
ბოლოს მესიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2014 წელს გაახანგრძლივა, რომელიც 2018 წლამდეა გათვლილი და მასში არგენტინელის ხელფასად წელიწადში 21,2 მლნ ევროა გათვალისწინებული.