ხავიერ მასკერანომ "ბარსელონასთან" გააფორმა, პარასკევს ნეიმარის ჯერია

AutoSharing Option
როგორც წინასწარ იყო გამოცხადებული, არგენტინელმა ხავიერ მასკერანომ ორშაბათს ოფიციალურად გააფორმა ახალი კონტრაქტი "ბარსელონასთან".

ახალ კონტრაქტს ვადა 2019 წლის 30 ივნისს გასდის. კონტრაქტზე ხელის მოწერის ცერემონიალს "ბარსას" პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ და კლუბის სხვა ხელმძღვანელები დაესწრნენ. მასკერანო ამჟამად "ბარსელონას" ერთ-ერთი კაპიტანია, ის 2010 წელს 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა "ლივერპულიდან" კატალონიურ კლუბში, სადაც იოლად დამკვიდრდა.

ეგ არის, რომ არგენტინელს სათამაშო პოზიციის დათმობა მოუწია, "ბარსელონაში" მასკერანო ძირითადად ცენტრალურ მცველად თამაშობს და არა ცენტრალურ ნახევარმცველად.

32 წლის ფეხბურთელმა "ბარსელონას" მაისურა 290-
ჯერ მოირგო (გოლი ჯერ არ გაუტანია). აქედან 176 თამაში ლა ლიგაზე მოდის. ხავიერმა "ბარსასთან" ერთად 17 ტიტული მოიგო. აღსანიშნავია, რომ ერთი გამონაკლისის გარდა (2012 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი "სანტოსთან") მასკერანომ ყველა ფინალი ითამაშა, რაც კატალონიურ გრანდშია.

პარასკევს უკვე ნეიმარი გააფორმებს ოფიციალურად ახალ კონტრაქტს კლუბთან. ბრაზილიელის კონტრაქტი 2021 წელს დასრულდება. 24 წლის ფეხბურთელმა 9 ტიტული მოიპოვა "ბარსასთან" ერთად, მან 149 თამაშში 90 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული