ლუკა მოდრიჩი - 2020 - "სამეფო კლუბმა" შუახაზი საბოლოოდ შეკრა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ლუკა მოდრიჩს ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა. ახალი შეთანხმების მიხედვით, 31 წლის ნახევარმცველი, რომელიც გუნდის ხერხემალია, "სანტიაგო ბერნაბეუზე" 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ესპანურ გრანდში 2012 წელს ლონდონის "ტოტენჰემიდან" გადაბარგდა და ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი მალევე იქცა მადრიდელების ერთ-ერთ ლიდერად. მოდრიჩი მიკროტრავმამ შეაწუხა, მაგრამ ყველაფერ რიგზეა და იგი ზინედინ ზიდანის განკარგულებაში ბრუნდება.

მოკლედ, "რეალმა" მოაგვარა ურთიერთობა წამყვან ნახევარმცველებთან: მოდრიჩი 2020 წლამდე რეალელია, კაზემირო - 2021 წლამდე, ხოლო ტონი კროოსი - 2022 წლამდე.

სულ მალე კი, "რეალი" კრიშტიანო რონალდოსთან და
გარეთ ბეილთან
გააფორმებს ახალ კონტრაქტებს. ამაზე ადრეც ვწერდით და, როგორც ამბობენ, მხარეები შეთანხმებასთან უკვე ძალიან ახლოს არიან.

რონალდოს ხსენებაზე ბარემ ისიც ვთქვათ, რომ თავისი 6 წლის ვაჟი კრიშტიანოს საფეხბურთო კლუბ "პოსუელოს" აკადემიაში შეუყვანია. ეს გუნდი ესპანეთის მესამე დივიზიონში იმყოფება და პოსუელო დე ალარკონს წარმოადგენს (მადრიდის პროვინცია). საქმე ის არის, რომ ერთის მხრივ, რონალდომ ვაჟს პრესის ზედმეტი ყურადღება აარიდა და ამიტომ არ შეიყვანა იგი "რეალის" აკადემიაში.

მეორე მხრივ, თავად ბავშვს უთხოვია - ჩემი მეგობრები და თანაკლასელები "პოსუელოში" თამაშობენ და მეც იქ მინდა ბურთის გორებაო. რონალდო უმცროსს 7-ნომრიანი მაისურა მიაბარეს და რამდენიმე დღის წინათ, სადებიუტო შეხვედრაში მან გოლის გატანაც მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული