ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "ვალენსია" ფანების "ხულიგნობის" გამო დააჯარიმა

AutoSharing Option
"ვალენსია" 1500 ევროთი დააჯარიმეს. რასაკვირველია, ეს სიმბოლური და ძალიან მცირე თანხაა, მაგრამ კლუბმა მკაცრი გაფრთხილება მიიღო, რომ თუ ფანები ჭკუას არ მოუხმობენ და "ხულიგნობას" გააგრძელებენ, "ღამურებს" "მესტალიაზე" ცარიელი ტრიბუნების წინ მოუწევთ თამაში.

შეგახსენებთ, რომ "ვალენსია"-"ბარსელონას" მატჩის ბოლო წამებზე, როცა კატალონიელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს, ტრიბუნიდან ბოთლი ისროლეს. ამ დროს ხავიერ მასკერანო, ლუის სუარესი და ნეიმარი მინდორზე დაეცნენ. საბოლოოდ, გაირკვა, რომ ბოთლი ნეიმარს მოხვდა და ასეც რომ არ ყოფილიყო და ყველას ასცდენოდა, ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული