ლიონელ მესის NO "ბარსელონას"

AutoSharing Option
"მარკას" ექსკლუზიური ინფორმაციით, ლიონელ მესიმ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას უარი უთხრა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. მესის ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზაფხულში დასვენებისას მიუღია.

მეტიც, ინფორმაციის თანახმად, ლეომ შესაძლოა, არც ამჟამინდელი კონტრაქტი ჩაამთავროს ბოლომდე. 29 წლის ფორვარდს "ბარსასთან" ხელშეკრულება მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება.

"ბარსელონამ" გაზეთის ინფორმაცია ირიბად დაადასტურა, როცა კლუბის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუნდი ლეოს დაყოლიებას ცდილობს. თუკი არგენტინელი კონტრაქტის დასრულებამდე წასვლას მოისურვებს, მის სანაცვლოდ "ბარსას" ხაზინაში მსურველმა კლუბმა 250 მილიონი ევრო უნდა ჩარიცხოს. სწორედ ეს წერია ლეოს ამჟამინდელ კონტრაქტში.

ბევრის აზრით, მესის ესპანეთიდან აბარგება
სურს, რადგან ქვეყნის საგადასახადო სისტემა არ მოსწონს, რის გამოც შემოსავლის დიდი ნაწილი დაკარგა და ბრალდებულის სკამზეც კი მოხვდა.

"მარკას" ცნობით, ამხელა თანხის რეალური გადამხდელი მესის სანაცვლოდ ამჟამად მხოლოდ "მანჩესტერ სიტია", რომელსაც მესის ყოფილი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა წვრთნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა 250 მილიონი. ვინ, ან რატომ უნდა გადაიხადოს 30 წლის ფეხბურთელში, რომლისგანაც 1-2 წელში მხოლოდ სახელი დარჩება. მესი მართლაც დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ის უკვე დაღმავალ გზაზეა და თუ მეტი ფულის შოვნა უნდა, აშშ-ში, ჩინეთში, ან არაბეთში წასვლა ურჩევნია. რაც შეეხება "სიტი"-ს. გვარდიოლას ახირებებს არ უნდა დაუჯერონ. მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, ინგლისის პრემიერლიგაში მესი თავსვერაფით გამოიჩენს და მხოლოდ შერცხვება.
ლევანი
16:08 15-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული