ესპანეთის პროკურატურა ნეიმარის 2 წლით ციხეში ჩასმას ითხოვს

AutoSharing Option
ესპანეთის პროკურატურა "ბარსელონას" ბრაზილიელი ფორვარდისთვის ორწლიან პატიმრობას ითხოვს.

საუბარია ნეიმარის ტრანსფერზე "სანტოსიდან" "ბარსელონაში".

ბრალდებას ასევე წარუდგენენ ფეხბურთელის მამას, "ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტ სანდრო როსელს, ესპანურ კლუბს და "სანტოსს".

როსელისთვის პროკურატურამ 5-წლიანი პატიმრობის ვადა მოითხოვა, ხოლო კლუბისგან ჯარიმა - 8.4 მილიონი ევრო.

სასამართლო ფიქრობს, რომ ყველა ბრალდებულმა საინვესტიციო კომპანია DIS მოატყუა, რომელიც ნეიმარის ტრანსფერის უფლებების 40 პროცენტს ფლობდა.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადრე მესის ემუქრებოდნენ ახლა ამას, წადით ბიძია იტალიაში და თქვენი ფულის გათეთრება და მაფიოზობა იქ არავის გაუკვირდება.DDDD
sabonis
11:47 24-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული