3 დეკემბერს "კამპ ნოუზე" ესპანური ლა ლიგის მე-14 ტურის ეგიდით მორიგი კლასიკო გაიმართა, "ბარსელონამ" მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ამით "სამეფო კლუბმა" "ბარსასთან" 6-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
პირველ ტაიმში გუნდებმა თავის გამოჩენა ვერ შეძლეს. 53-ე წუთზე "ბარსელონამ" ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა მარცხენა ფლანგზე. ნეიმარმა საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო ლუის სუარესმა თავურით ანგარიში გახსნა - 1:0.
90-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე საჯარიმოს დარტყმის უფლება ახლა "რეალმა" მოიპოვა, ლუკა მოდრიჩმა საჯარიმოში ჩააწოდა და სერხიო
მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე "ბარსელონას" 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ კაზემირომ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.
"გრანადამ" მოულოდნელად დაამარცხა "სევილია"- 2:1. მასპინძლები ანდრეას პერეირამ დააწინაურა, შემდეგ დავიდ ლომბანმა უფრო წინ გაიყვანა გუნდი. ვისამ ბენ იედერის მიერ მე-5 დამატებულ წუთზე გატანილი პენალტი მხოლოდ პრესტიჟის გოლია. ეს "გრანადას" პირველი გამარჯვებაა სეზონში.
"ატლეტიკომ" შინ ვერ მოუგო "ესპანიოლს", ხოლო "ვილიარეალმა" გასვლაზე "ლეგანესს". ორივე შეხვედრა 0:0 დასრულდა.
შაბათი. 3 დეკემბერი
გრანადა-სევილია 2:1
გოლები: 1:0 ა. პერეირა (27), 2:0 ლომბანი (56), 2:1 ბენ იედერი (95-პენ)
ბარსელონა-რეალი 1:1
გოლები: 1:0 ლ. სუარესი (53), 1:1 ს. რამოსი (90)
ლეგანესი-ვილიარეალი 0:0
ატლეტიკო-ესპანიოლი 0:0
კვირა. 4 დეკემბერი
ბეტისი-სელტა 15:00
ბილბაო-ეიბარი 19:15
ალავესი-ლას პალმასი 21:30
სპორტინგი-ოსასუნა 21:30
ვალენსია-მალაგა 23:45
ორშაბათი. 5 დეკემბერი
დეპორტივო-სოსიედადი 23:45
1. რეალი - 34 ქულა; 2. ბარსელონა - 28; 3. სევილია - 27; 4. ატლეტიკო - 25; 5. ვილიარეალი - 23.