კრიშტიანო რონალდო: ყოველთვის ვიცოდი, რომ გამორჩეული ვიყავი...

AutoSharing Option
31 წლის კრიშტიანო რონალდო კვლავ ყურადღების ცენტრშია, პორტუგალიელი დიდების მწვერვალზეა და მომენტით ტკბება.

"ყოველთვის ვიცოდი, რომ სხვებისგან გამორჩეული ვიყავი. ამიტომაც მჯეროდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდებოდი. მაგრამ ოქროს ბურთის დარი ტიტული ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ხოლო, რაც მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული, იმაში დარწმუნებული არასოდეს ვარ. დიახ, მეიმედებოდა, რომ ერთხელაც "ოქროს ბურთს" მოვიგებდი, მაგრამ ერთხელ და არა ოთხჯერ", - განაცხადა იაპონიაში მყოფმა კრიშტიანო რონალდომ.

მადრიდის "რეალი" იოკოჰამაშია, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის ემზადება მექსიკური "ამერიკის" წინააღმდეგ.

ვარჯიშის წინ გუნდის კაპიტანმა
სერხიო რამოსმა მას "ოქროს ბურთის" ასლი ტკბილეულთან ერთად მიართვა და შემდეგ ფოტო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა წარწერით: "გილოცავ, კრიშტიანო, დამსახურებულია".

სხვათა შორის, "რეალის" მცველს დიდი დამსახურება მიუძღვის, რომ "ოქროს ბურთი" სწორედ რონალდოს შეხვდა, რადგან მან გაიტანა გადამწყვეტ მომენტში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში გოლი და თამაში პენალტების სერიაში გადაიყვანა, იქ კი კრიშტიანომ და კომპანიამ იმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა მარტო მაგარი ფეხბურთელია,რაც მთავარია მაგარი ქველმოქმედი და მეგობრების გვერდში მდგომი.ლეიკოზიანი ბავშვების სამკურნალოდ 10 მილიონი აქვს დახარჯული.ბავშვების მეგობრებს კი სახლები უყიდა.
ალალია
13:44 14-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული