არარეალური ამბები ლიონელ მესის გარშემო

AutoSharing Option
* ცნობილი ჟურნალისტი გრემ ჰანტერი ამტკიცებს, რომ "რეალი" ლიონელ მესის სუპერკონტრაქტს შესთავაზებს.
* ჩინური კლუბი მესის წელიწადში 100 მილიონ ევროს სთავაზობს.
* "ბარსელონას" პრეზიდენტი აცხადებს, რომ მესის მსოფლიოში საუკეთესო პირობებს შესთავაზებენ.
* ლიონელ მესის კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში სრულდება.

ბოლო დროს ლიონელ მესის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე იმდენი რამ დაიწერა, რომ ერთად საგაზეთო გვერდშიც ვერ მოვუყრით თავს. ტაბლოიდები ძირითადად ფანტასტიკურ სიუჟეტებს გვთავაზობენ და ალბათ, ამ "ინფორმაციასაც" გვერდს ავუვლიდით, რადგან ის კიდევ უფრო საოცრად არარეალურად გვეჩვენება, რომ არა წყაროს ვინაობა...

ბრიტანულმა ტაბლოიდებმა
გუშინ გაავრცელეს ამბავი, რომლის თანახმადაც, ლიონელ მესი... მადრიდის "რეალში" გადავა! ინფორმაციის წყარო ჟურნალისტი გრემ ჰანტერია. ეს შოტლანდიელი კარგად უნდა იყოს ცნობილი ესპანური ფეხბურთის ფანებისთვის. მან ორი წიგნი დაწერა "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრებზე. ჰანტერი პირველწყაროდან იღებდა ინფორმაციებს, რადგან ის ესპანეთში დაფუძნდა. ასე რომ, მის ნათქვამს სხვა ფასი აქვს.

ჰანტერის თქმით, ფლორენტინო პერესის ოცნებაა, ლიონელ მესი "სამეფო კლუბში" გადაიყვანოს და კრიშტიანო რონალდოს შეუწყვილოს. ამ შემთხვევაში, ერთ გუნდში იქნებიან 9 "ოქროს ბურთის" მფლობელები (5 მესის, 4 რონალდოს). საამისოდ, პერესი ერთ, უკანასკნელ, მაგრამ სუპერცდას განახორციელებს ამ ისტორიული ტრანსფერისთვის.

"ფლორენტინოს უკვე არაერთხელ უცდია ეს და "ბარსას" შეფების პასუხი ყოველთვის იყო "არა". ეს ისტორია თავად "ბარსელონას" ზოგიერთი შეფისგან ვიცი. მართალია, პერესი უარით გაისტუმრეს, მაგრამ მას არ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა და არც დანებება სჩვევია", - წერს ჰანტერი.

მართლაც, პერესმა უკვე ბევრი საოცარი ტრანსფერი განახორციელა, მან შეუწყო ხელი შოკისმომგვრელ ტრანსფერს, რომელმაც ლუიშ ფიგუ "ბარსადან" "რეალში" მოახვედრა. შემდეგ იყო პერესის დიდებული ტრანსფერები.

"ფლორენტინოს ნეიმარის გადაყვანაც ძალიან სურდა და მხოლოდ მაშინ დანებდა, როცა დაარწმუნეს, რომ ამ შემთხვევაში "რეალი" ყველა იმ დარღვევის "სამართალმემკვიდრე" გახდებოდა, რაც ნეიმარის წინა ტრანსფერისას მოხდა და ჯარიმების გადახდაც ბლომად მოუწევდა. ეს "რეალის" ბოლო შანსია. თუკი "ბარსელონასა" და მესის შორის მოლაპარაკების პროცესი ახალ კონტრაქტზე გაიწელება, "რეალს" მართლაც მიეცემა კარგი შანსი", - ამბობს ჰანტერი.

ორი დღის წინათ ამდენი სპეკულაციით გაბრაზებულმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ ("ბარსელონას" პრეზიდენტმა) განაცხადა, რომ ლიონელ მესი აუცილებლად დარჩება "ბარსელონაში" და ის აუცილებლად მიიღებს ისეთ კონტრაქტს, როგორიც მას შეეფერება, ანუ მსოფლიოში საუკეთესო პირობებით.

ამ შემთხვევაში კი სპეკულაცია, რომელიც ჰანტერმა მსოფლიოს მოსდო, "რეალსაც" აწყობს და მესისაც (უფრო მის წარმომადგენელს - მამას). თუ პერესი საწადელს ვერ მიაღწევს და ჩვენი აზრით, ვერც მიაღწევს, რადგან მესი მადრიდული გუნდის ფორმით წარმოუდგენელი რამ გვგონია, იმას მაინც შეძლებს, რომ "ბარსას" მესის გვარიანად ძვირ სიამოვნებად დაუსვამს.

სავარაუდოდ, "ლა პულგა" ზაფხულში (მისი კონტრაქტი 2018 წელს სრულდება) "ბარსელონასთან" ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მხოლოდ ამის მერე წავა მშობლიურ "ნიუელს ოლდ ბოისში" კარიერის დასასრულებლად.

შეგახსენებთ, რომ მესის სამეგობროდან გამოსული ინფორმაციით, ლეო "ბარსელონადან" წავა, თუ მის პირობებს ბოლომდე არ დააკმაყოფილებენ. არგენტინელ სუპერვარსკვლავს უთქვამს, რომ სულაც ჩინეთში გადავიდოდა, სადაც "ჰებეი ჩაინა ფორჩუნი" მას 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს წელიწადში 100 მილიონი ევროს ხელფასით.

მოკლედ, სანამ მესი ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს კატალონიელებთან, მედიაში ხშირად შევხვდებით ამგვარ სპეკულაციებს. სხვა გზა არ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა და, მე პირადად ვფიქრობ(და ალბათ ლეოც)რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფესბურთელია. საუკეთესოს კი ხელფასიც საუკეთესო უნდა ქონდეს.
სიტყვაზე რონალდუს წელს როგორც წავიკითზე 80 მილიონი მიუღია.
სხვა საკითხია ვინ რამდენი გადამალა.
მესიმ მამამისის უთაობით 2 თუ 4 მილიონის დაფარვისთვის 20 მილიონზე მეტი დაუჯდა, ციხიდან თავის დახსნა.
ამბობენ რონალდუმ საერთოდ 150-ის 43%-იო დაახლოებით 65.
მაგრამ როგორც ხედავთ რაღაც საეჭვოდ მიჩუმათდა ეს საქმე, პერესი ამ საქმის სპეციალისტია, აი ლეოს კი სულ არ დახმარებიან, მთელი ორი წელი სასამართლოებში დადის და ასეთი სტრესით კიდევ ახერხებს რაღაცის ჩვენებას.
პერესი შეპირებია ლეოს რო გადასახადებზე ლაპარაკი აღარ იქნება-ო, და ხელფასიც მოგემატება-ო....
შენ რას იზავდი? დავუშვათ არ წახვალ ფიგუს გზით, მაშინ მეორე ვარიანტია ჩინეთი, სადაც 500 მილიონს ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე ჩაიდებს ჯიბეში და არაფერი საგადასახადოსთან არ ექნება გასარკვევი. ბარსა არ მოიქცა ვაჟკაცურად როგორც პერესი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ორი წელი ვარჯიშის მაგივრად სასამართლოებში დარბის.
gg 23 დეკემბერი 2016 21:28 ერთი ის გამაგებინა რა ისეთ ცუდ პირობებშია რო კიდე სხვა პირობებს აყენებს.რა აკლია ისეთი რაც ამ ქვეყნად არსებობს კაი და მას არა აქვს..
20:58 24-12-2016
0
მათალიხარ გაგა არც წავა და არც დაუშვებენ ერთ გუნდში ორი ლეგენდა იყოს დანარჩენმა გუნდებმა იფხანონ ვიგა მოუგებს რეალს
0

სიახლეები პოპულარული