ბუნდესლიგა. XIX ტური: "ბაიერნმა" ვერ მოიგო, მაგრამ ლიდერობა გაზარდა [VIDEO]

AutoSharing Option
4 თებერვალს გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" ვერ შეძლო "შალკეს" დამარცხება - 1:1. თავიდან რობენი-ვიდალი-ლევანდოვსკის კომბინაცია ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა, მაგრამ მე-13 წუთზე ნალდომ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. ამ შეხვედრაში ფილიპ ლამმა "ბაიერნის" მაისურა მე-500-ედ მოირგო.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მიუხედავად ამისა, "ბაიერნმა" ლიდერობა განიმტკიცა, რადგან მისი ერთადერთი მდევარი "ლაიპციგი" სტუმრად "დორტმუნდთან" 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი აფრიკიდან დაბრუნებული პიერ-ემერიკ ობამეიანგის ანგარიშზეა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სეზონში პირველი მარცხის მერე, "ჰოფენჰაიმმა" ძალები მოიკრიბა და 4:0 აჯობა "მაინცს" და ჩემპიონთა ლიგის
საგზურისთვის იბრძვის, ისევე, როგორც "ჰერტა", რომელმაც შინ "ინგოლშტადტს" მოუგო. ანტონი მოდესტემ მოაგებინა "კიოლნსაც".

შაბათი. 4 თებერვალი
ბაიერნი-შალკე 1:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (9), 1:1 ნალდო (13)

გლადბახი-ფრაიბურგი 3:0
გოლები: 1:0 შტინდლი (73), 2:0 რაფაელი (78), 3:0 ჰერმანი (92)

ჰერტა-ინგოლშტადტი 1:0
გოლი: 1:0 ჰარაგუჩი (1)

კიოლნი-ვოლფსბურგი 1:0
გოლი: 1:0 მოდესტე (81-პენ)

ჰოფენჰაიმი-მაინცი 4:0
გოლები: 1:0 უთი (5), 2:0 ტერაცინო (81), 3:0 სალაი (86), 4:0 სალაი (91)

დორტმუნდი-ლაიპციგი 1:0
გოლი: 1:0 ობამეიანგი (35)

პარასკევი. 3 თებერვალი
ჰამბურგი-ლევერკუზენი 1:0

კვირა. 5 თებერვალი
აუგსბურგი-ვერდერი 18:30
აინტრახტი-დარმშტადტი 20:30

1. ბაიერნი - 46 ქულა; 2. ლაიპციგი - 42; 3. დორტმუნდი - 34; 4. ჰოფენჰაიმი - 34; 5. ჰერტა - 33.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბაიერნმა ვერ მოიგო კი არა არ მოიგო,გგონიათ არ მოიგებდა რომც ნდომებოდა? ლოხოტრონად იქცა ფეხბურთი გაფარჩაკდა და უარესიც იქნება
kako
10:40 06-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული