ბუნდესლიგა. XX ტური: "ბაიერნმა" აუტსაიდერი ბოლოს გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
11 თებერვალს გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა "ინგოლშტადტი" - 2:0. აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი არტურო ვიდალმა ბოლო წუთზე გაიტანა, ხოლო კომპენსირებულ დროში არიენ რობენმა გამოიჩინა თავი.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "ძალიან მნიშვნელოვანი მოგებაა ჩვენთვის. ძალიან ბევრი ვიშრომეთ საამისოდ და ბოლოს დაგვიფასდა. მეტოქის დაცვა ყოჩაღობდა, მაგრამ ბოლოს ის მაინც გავარღვიეთ".

ამ მოგებამ "ბაიერნს" საშუალება მისცა, მდევარ "ლაიპციგს" 7 ქულით გაუსწროს, რადგან "ლაიპციგი" მოულოდნელად, განადგურდა შინ "ჰამბურგთან" - 0:3.

წააგო "დორტმუნდმაც", რომელსაც აქამდე
ბოლოადგილოსანმა "დარმშტადტმა" მოუგო - 2:1. მასპინძელთა რიგებში გოლები გაიტანეს ტერენს ბოიდმა და ანტონიო-მირკო ჩოლაკმა, "ბორუსიას" რიგებში თავი გამოიჩინა რაფაელ გერეირომ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"შალკემ" წინა ტურში არ წააგო "ბაიერნთან", ახლა კი შინ "ჰერტას" მოუგო - 2:0. ტურში ავღნიშნავთ ლევერკუზენელი ჩიჩარიტოს დუბლსაც.

შაბათი. 11 თებერვალი
ლევერკუზენი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 ხ. ერნანდესი (5), 2:0 ხ. ერნანდესი (63), 3:0 ფოლანდი (78)

ინგოლშტადტი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 ა. ვიდალი (90), 0:2 რობენი (91)

ვერდერი-გლადბახი 0:1
გოლი: 0:1 ტ. აზარი (12)

დარმშტადტი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 ბოიდი (21), 1:1 გერეირო (44), 2:1 ჩოლაკი (67)

ლაიპციგი-ჰამბურგი 0:3
გოლები: 0:1 პაპადოპულოსი (18), 0:2 უოლასი (24), 0:3 ჰანტი (93)

შალკე-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ბურგშტალერი (41), 2:0 გორეტცკა (62)

პარასკევი. 10 თებერვალი
მაინცი-აუგსბურგი 2:0

კვირა. 12 თებერვალი
ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30
ფრაიბურგი-კიოლნი 20:30

1. ბაიერნი - 49 ქულა; 2. ლაიპციგი - 42; 3. აინტრახტი - 35; 4. დორტმუნდი - 34; 5. ჰოფენჰაიმი - 34.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული