ბუნდესლიგა. XXII ტური: "ბაიერნმა" ანჩელოტის იუბილეზე აიწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
25 თებერვალს გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" "ალიანც არენაზე" უსუსტეს "ჰამბურგს" 8 უგოლო ფრე გაუტანა. ამ შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ, დუბლი მიითვალა კინგსლი კომანმა, თითო გოლი ჩაიწერეს არტურო ვიდალმა და არიენ რობენმა.

კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "დიდებული საჩუქარი გამიკეთეს ბიჭებმა კარიერაში მე-1 000 მატჩში. ნამდვილად არ ველოდი, რომ 8:0-ს მოვიგებდით. მომდევნო მატჩშიც ასეთი განწყობით უნდა გავიდეთ მოედანზე".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ბაიერნის" მდევარმა "ლაიპციგმა" 3:1 მოუგო "კიოლნს". ამ შეხვედრაში თითო გოლი გაიტანეს "ლაიპციგის" ლიდერებმა ემილ ფორსბერგმა და
ტიმო ვერნერმა
.

"დორტმუნდმა" გასვლაზე "ფრაიბურგს" 3:0 მოუგო, დუბლი აქაც ვიხილეთ, ის პიერ-ემერიკ ობამეიანგის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 25 თებერვალი
ბაიერნი-ჰამბურგი 8:0
გოლები: 1:0 ვიდალი (17), 2:0 ლევანდოვსკი (24-პენ), 3:0 ლევანდოვსკი (42), 4:0 ლევანდოვსკი (54), 5:0 ალაბა (56), 6:0 კომანი (65), 7:0 კომანი (65), 8:0 რობენი (87)

ლევერკუზენი-მაინცი 0:2
გოლები: 0:1 ბელი (3), 0:2 იოზთუნალი (11)

დარმშტადტი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 ჰელერი (47), 1:1 ვერჰაეგი (55-პენ), 1:2 ბობადილია (85)

ფრაიბურგი-დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 სოკრატისი (13), 0:2 ობამეიანგი (55), 0:3 ობამეიანგი (70)

ლაიპციგი-კიოლნი 3:1
გოლები: 1:0 ფორსბერგი (5), 2:0 მარო (34 ს. კ.), 2:1 ოსაკო (53), 3:1 ვერნერი (65)

ჰერტა-აინტრახტი 2:0
გოლები: 1:0 იბიშევიჩი (52), 2:0 დარიდა (83)
გაძევება: სეფეროვიჩი (78. აინტრახტი)

პარასკევი. 24 თებერვალი
ვოლფსბურგი-ვერდერი 1:2

კვირა. 26 თებერვალი
ინგოლშტადტი-გლადბახი 18:30
შალკე-ჰოფენჰაიმი 20:30

1. ბაიერნი - 53 ქულა; 2. ლაიპციგი - 48; 3. დორტმუნდი - 40; 4. ჰოფენჰაიმი - 37; 5. ჰერტა - 37.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ავტორმა თვითონ თუ გაიგო, რა დაწერა.
giorgipirweli
16:20 27-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული