"ვოლფსბურგს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
გერმანულ "ვოლფსბურგს" სეზონში მესამე მწვრთნელი ჰყავს - ანდრიეს იონკერი. ამ უკანასკნელმა ლონდონის "არსენალის" აკადემია დატოვა და "მგლების" ჩაბარება გადაწყვიტა.

გერმანული კლუბი მძიმე მდგოამრეობაშია, მე-14 ადგილზე იმყოფება და გავარდნის საფრთხის წინაშეა.

იონკერი ვალერიენ ისმაელს ჩაანაცვლებს, რომელსაც კვირას ბრემენის "ვერდერთან" საშინაო მარცხი აღარ აპატიეს. საინტერესოა, რომ "ვოლფსბურგის" ახალი დამრიგებლის ასისტენტი "მეთოფეთა" ექსფორვარდი, შვედი ფრედი ლიუნგბერგი იქნება. იონკერი ადრე ვოლფსბურგელთა ბანაკში ასისტენტის რანგში იყო და კლუბი 3 წლის წინ დატოვა.

"გუნდთან კონტაქტში ვიყავი, მაგრამ რაღა
დაგიმალოთ და ეს შემოთავაზება ჩემთვის სიურპრიზი გახლდათ. საინტერესო და დიდი გამოწვევაა, რომელიც სიამოვნებით მივიღე. 40 ქულაზე რაც შეიძლება მალე უნდა ავიდეთ" - თქვა 54 წლის სპეციალისტმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული