ბუნდესლიგა. XXIV ტური: "ბაიერნის" უპირატესობა უკვე 10 ქულაა [VIDEO]

AutoSharing Option
11 მარტს გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" დიდი ანგარიშით დაამარცხა "აინტრახტი" - 3:0. დუბლი შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ, ერთი გოლიც კი დუგლას კოშტას ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მისმა მდევარმა "ლაიპციგმა" შინ "ვოლფსბურგთან" წააგო 0:1. გამარჯვების გოლი მარიო გომესის ანგარიშზეა. ამით "ბაიერნმა" ლიდერობა 10 ქულამდე გაზარდა.

ბერლინში "ჰერტამ" 2:1 დაამარცხა დორტმუნდის "ბორუსია". სალომონ კალუს გოლს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა უპასუხა, თუმცა "ჰერტამ" პლატენჰარდტის გოლის წყალობით მოიგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათი. 11 მარტი
ბაიერნი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0
ლევანდოვსკი (38), 2:0 დ. კოშტა (41), 3:0 ლევანდოვსკი (55)

ჰერტა-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 კალუ (11), 1:1 ობამეიანგი (55), 2:1 პლატენჰარდტი (71)

დარმშტადტი-მაინცი 2:1
გოლები: 1:0 სულუ (5), 2:0 სემი (12-პენ), 2:1 ქუაისონი (45)
გაძევება: ვრანჩიჩი (59. დარმშტადტი), ბელი (89. მაინცი)

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 ფილიპი (56), 1:1 კრამარიჩი (60)
გამოუყენებელი პენალტი: ფილიპი (56. ფრაიბურგი)

ლაიპციგი-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 მ. გომესი (9)

ინგოლშტადტი-კიოლნი 2:2
გოლები: 0:1 მოდესტე (15), 1:1 ლესკანო (42), 1:2 მოდესტე (60), 2:2 ბრეგერი (69)

პარასკევი. 10 მარტი
ლევერკუზენი-ვერდერი 1:1

კვირა. 12 მარტი
შალკე-აუგსბურგი 18:30
ჰამბურგი-გლადბახი 20:30

1. ბაიერნი - 59 ქულა; 2. ლაიპციგი - 49; 3. დორტმუნდი - 43; 4. ჰოფენჰაიმი - 42; 5. ჰერტა - 40.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული