დორტმუნდელები შეგვიძლია, თამამად ჩამოვწეროთ, ხოლო რაც შეეხება "ლაიპციგს": მინუს 10 ქულა არ არის ისეთი ჩამორჩენა, 10 ტურში რომ ვერ აღმოიფხვრას, მაგრამ გერმანიაში და მით უმეტეს, ასეთი ძლიერი "ბაიერნის" ფონზე, ეს თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ უნდა ვთქვათ თამამად, რომ მიუნხენელებს შეუძლიათ, საჩემპიონო შამპანური შეუკვეთონ.
ფრანკფურტის "აინტრახტი" ამ სეზონში ნამდვილად ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ არა "ბაიერნთან"! რეკორდმაისტერმა რობერტ ლევანდოვსკის დუბლით და დუგლას კოშტას გოლით ფრანკფურტელები 3:0
განსაკუთრებით ბედნიერი პოლონელი თავდამსხმელი იყო - არა მარტო იმით, რომ დუბლი შეასრულა (ასეთი რამ ლევანდოვსკის არაერთხელ მოუხერხებია), არამედ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მისი მეუღლე ანა ფეხმძიმედაა და პოლონელი მალე მამა გახდება.
ბოლო 12 შეხვედრაში ლევანდოვსკიმ 14 გოლის გატანა მოახერხა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გასაოცარ ფორმაშია. გარდა ამისა: უკვე მეხუთე შემთხვევაა, როცა პოლონელი ერთ სეზონში 20-ზე მეტი გოლის გატანას ახერხებს. ამაზე უკეთესი შედეგი კი, გერმანული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ გერდ მიულერს (11-ჯერ) და კლაუს ფიშერს (6-ჯერ) ჰქონდათ. ამ სეზონში "ლევას" ანგარიშზე უკვე 21 ბურთია და პოლონელი ერთი ბურთით ჩამორჩება დორტმუნდელ ვიზავის, პიერ-ემერიკ ობამეიანგს.
"სერიოზული უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჩემპიონობას. წინ არაერთი ურთულესი შეხვედრა გველოდება", - ეს "ბაიერნის" კაპიტან ფილიპ ლამის სიტყვებია, რომელიც მე-20 წუთზე ბურთს ბუნდესლიგაში 30 000-ედ შეეხო. ეს რეკორდია მას მერე, რაც გერმანიის ჩემპიონატში ბურთთან შეხების დათვლა დაიწყეს (1999).
რეკორდმაისტერის თავკაც კარლო ანჩელოტის მოგებათა კვოტა (78 პროცენტი) უკვე პეპ გვარდიოლას მოგებათა კვოტაზე (75 პროცენტი) მეტია. "დღეს კარგად ვითამაშეთ და შესანიშნავ შედეგსაც მივაღწიეთ. საბედნიეროდ, სხვა მატჩებიც ჩვენთვის სასიკეთოდ დამთავრდა. 10-ქულიანი უპირატესობა სერიოზული უპირატესობაა, მაგრამ მომდევნო მატჩებშიც ყურადღებით უნდა ვიყოთ", - ეს სწორედ ანჩელოტის სიტყვებია.
აღსანიშნავია, რომ 108-დღიანი იძულებითი პაუზის შემდეგ "ბაიერნს" ჟერომ ბოატენგი დაუბრუნდა. რეკორდმაისტერისთვის ეს ზედიზედ მეხუთე მოგებული ოფიციალური თამაში იყო (ბურთების შეფარდება 22:1).
გაგიკვირდათ, "ლაიპციგი" საკუთარ მოედანზე "ვოლფსბურგთან" რომ დამარცხდა? ჩვენ არა! იმიტომ, რომ "ვოლფსბურგში" ყველაფერი სხვაგვარადაა მას მერე, რაც მთავარი მწვრთნელი ვალერიან ისმაელი გაუშვეს და მის ნაცვლად გუნდი ანდრის იონკერს ჩააბარეს. ეს ის მწვრთნელია, ვინც ფელიქს მაგათის პირველი ასისტენტი იყო იმ დროს, როცა "ვოლფსბურგი" გერმანიის ჩემპიონი გახდა (2009).
იონკერის ხელში "მგლები" სულ სხვანაირად ათამაშდნენ და შედეგიც სახეზეა: გამარჯვება ლაიპციგში, რის შემდეგაც "ხარები" ჩემპიონობაზე ვეღარ ოცნებობენ, ხოლო "მგლებმა" კი უდიდესი ნაბიჯი გადადგეს ელიტაში დარჩენისკენ.
მესამე ადგილზე მყოფი "დორტმუნდი" კი ბერლინის "ჰერტასთან" დამარცხდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა უკვე ოფიციალურად აღიარა, რომ "ბორუსია" ამ სეზონში ჩემპიონობაზე აღარც კი ფიქრობს.
დორტმუნდელთა მთავარი საფიქრალი ახლა მესამე ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს, რადგან სწორედ საუკეთესო სამეული ხვდება პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მეოთხე ადგილზე კი "ჰოფენჰაიმია", რომელიც "დორტმუნდს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. იქვეა "ბორუსიას" მძლეველი "ჰერტაც".
XXIV ტური
ლევერკუზენი-ვერდერი 1:1
გოლები: 1:0 ფოლანდი (7), 1:1 პისარო (79)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი, თოფრაქი, დრაგოვიჩი, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, კამპლი - ბელარაბი (64. ჰავერტცი), ფოლანდი, ბრანდტი (74. მეჰმედი) - ჩიჩარიტო (82. კისლინგი).
ვერდერი (3-3-2-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი, სანე, მოისანდერი - გებრე სელასიე (76. პისარო), ეგეშტაინი, ბაუერი - გრილიჩი (67. დელანი), იუნუზოვიჩი (92. კაინცი) - ბარტელსი, კრუზე.
გაძევება: ვენდელი (90)
გამოუყენებელი პენალტი: თოფრაქი (96)
მაყურებელი: 30 210
ბაიერნი-აინტრახტი 3:0
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (38), 2:0 დუგლას კოშტა (41), 3:0 ლევანდოვსკი (55)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი (65. ბოატენგი), ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, ვიდალი (78. რენატო სანჩესი) - რობენი, თ. მიულერი, დუგლას კოშტა - ლევანდოვსკი (75. კომანი).
აინტრახტი (3-4-2-1): ჰრადეცკი - მ. ჰექტორი, ჰასებე (64. რუსი), აბრაამი - ჩენდლერი, მასკარელი, გაჩინოვიჩი, ტავათა - დ. ბლუმი (70. ბარკოკი), რებიჩი - ჰრგოტა (78. ფაბიანი).
მაყურებელი: 75 000
ჰერტა-დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 კალუ (11), 1:1 ობამეიანგი (55), 2:1 პლატენჰარდტი (71)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, შტარკი - ჰარაგუჩი (93. ალაგუი), დარიდა, კალუ (81. მიტელშტედტი) - იბიშევიჩი (66. ვაიზერი).
დორტმუნდი (3-4-1-2): ბიურკი - ბარტრა, გინტერი, შმელცერი - დურმი (76. დემბელე), ვაიგლი, კასტრო (76. პულიშიჩი), გერეირო - კაგავა - ობამეიანგი, შიურლე (83. მერინო).
მაყურებელი: 74 667
დარმშტადტი-მაინცი 2:1
გოლები: 1:0 ზულუ (5), 2:0 სემი (12-პენ), 2:1 კუაისონი (45+3)
დარმშტადტი (4-2-3-1): ფერნანდესი - სირიგუ (87. შტაინჰიოფერი), ნიმაიერი, ზულუ, ჰოლანდი - ჰამით ალთინთოფი, გონდორფი - სემი, ვრანჩიჩი, ჰელერი (74. პლატე) - შიპლოკი (64. ფედეცკი).
მაინცი (4-2-2-2): ლიოსლი - დონატი (77. ბოიანი), ბელი, რამალიო, ბროზინსკი - ფ. ფრაი (57. გბამინი), ლატცა - იოზთუნალი, დე ბლაზისი - კორდობა (82. მუტო), კუაისონი.
გაძევება: ვრანჩიჩი (60) - ბელი (89)
მაყურებელი: 17 400
ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 ფილიპი (56), 1:1 კრამარიჩი (60)
ფრაიბურგი (3-4-3): შვოლოვი - გულდე, შუსტერი, კემპფი - ჰიოფლერი, კიუბლერი, გიუნტერი, ფრანტცი - ჰაბერერი (87. იგნიოვსკი), ნიდერლეხნერი (77. პეტერსენი), ფილიპი (73. გრიფო).
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი (73. ბიჩაქჩიჩი) - ტოლიანი, დემირბაი, რუდი, ამირი (82. ტერაცინო), ცუბერი - კრამარიჩი (76. სალაი), ვაგნერი.
მაყურებელი: 24 000
ლაიპციგი-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 გომესი (9)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - შმიტცი (68. უპამეკანო), ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - კეიტა, დემე - დ. კაიზერი (46. პალასიოს მარტინესი), ფორსბერგი (74. ბურკი) - ზაბიტცერი, ვერნერი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ბლაშჩიკოვსკი, კნოხე, როდრიგესი (44. გილავოგი), გერჰარდტი - ბაზური (64. სეგუინი), ლუის გუსტავო - დიდავი (82. ვიეირინია), არნოლდი, მალი - გომესი.
მაყურებელი: 42 558
ინგოლშტადტი-კიოლნი 2:2
გოლები: 0:1 მოდესტე (15-პენ), 1:1 ლესკანო (42), 1:2 მოდესტე (60), 2:2 ბრეგერი (69)
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, ბრეგერი, ტისერანდი - ჰადერგონაი, კოენი, მორალესი (72. როჯერი), ზუტნერი - ლეკიე, ლესკანო, კიტელი (67. პ. გროსი).
კიოლნი (4-1-2-2-1): ტ. ჰორნი - ოლკოვსკი, მარო, ჰაინტცი, რაუში - მ. ლემანი - ჰიოგერი (79. რუდნევსი), ი. ჰექტორი - ოსაკო, იოიჩი (70. სუბოტიჩი) - მოდესტე.
მაყურებელი: 15 200
შალკე-აუგსბურგი 3:0
გოლები: 1:0 ბურგშტალერი (4), 2:0 ბურგშტალერი (29), 3:0 დ. კალიჯური (34)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - კერერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კოლაშინაცი (77. აოგო) - გაისი, ბენტალები - დ. კალიჯური (64. შიოპფი), მ. მაიერი, ჩუპო-მოტინგი - ბურგშტალერი (84. კონოპლიანკა).
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, კაჩარი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - ლაიტნერი, კორი - შმიდი (46. ტაიგლი), ჰალილ ალთინთოფი (77. მაქსი), კოო - ბობადილია (40. ჟი).
მაყურებელი: 59 481
ჰამბურგი-გლადბახი 2:1
გოლები: 0:1 ა. კრისტენსენი (22), 1:1 კოსტიჩი (36), 2:1 ვუდი (80)
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, კ. პაპადოპულოსი, იუნგი, ოსტჟოლეკი - გ. საკაი, ეკდალი - ჰანტი (90. ლასოგა), ჰოლტბი (70. გრეგორიჩი), კოსტიჩი (88. დუგლას სანტოსი) - ვუდი.
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - ელვედი (77. იანჩკე), ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - კრამერი, შტრობლი - ჰერმანი (67. ჰანი), დაჰუდი, ჰოფმანი (57. ჯონსონი) - დრმიჩი.
მაყურებელი: 52 501
ბომბარდირები: 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 21 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 17 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 14 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
მომდევნო ტური
17 მარტი:
დორტმუნდი-ინგოლშტადტი;
18 მარტი:
ვოლფსბურგი-დარმშტადტი, კიოლნი-ჰერტა, აუგსბურგი-ფრაიბურგი, ვერდერი-ლაიპციგი, ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი, აინტრახტი-ჰამბურგი;
19 მარტი:
მაინცი-შალკე, გლადბახი-ბაიერნი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"