ბრემენში "ვერდერმა" მოულოდნელად 3:0 გაანადგურა მეორეადგილოსანი "ლაიპციგი". ასე რომ, ამ გუნდის ჩამორჩენა "ბაიერნთან" ისევ 10 ქულაა და კვირას "რეკორდმაისტერს" მისი გაზრდის შანსი აქვს. სამაგიეროდ დაიძაბა ბრძოლა მეორე ადგილისთვის.
"კიოლნისა" და "ჰერტას" უხვგოლიან შეხვედრაში (4:2), მასპინძელთა ფრანგმა ფორვარდმა ანტონი მოდესტემ ჰეთ თრიკი შეასრულა.
"ვოლფსბურგს" სამი ქულა მარიო გომესის ერთადერთმა გოლმა მოუტანა აუტსაიდერ "დარმშტადტთან" შეხვედრაში.
მეორე ადგილისთვის ბრძოლას "ჰოფენჰაიმიც" აპირებს, რომელმაც სანდრო ვაგნერის გოლის წყალობით, "ლევერკუზენი" დაამარცხა - 1:0.
შაბათი. 18 მარტი
ვოლფსბურგი-დარმშტადტი 1:0
კიოლნი-ჰერტა 4:2
გოლები: 1:0 ოსაკო (6), 2:0 მოდესტე (35), 3:0 მოდესტე (37), 3:1 იბიშევიჩი (50-პენ), 4:1 მოდესტე (63), 4:2 ბრუკსი (69)
აუგსბურგი-ფრაიბურგი 1:1
გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (30-პენ), 1:1 სტაფილიდისი (38)
ვერდერი-ლაიპციგი 3:0
გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (34), 2:0 გრილიში (59), 3:0 კაინცი (90)
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 1:0
გოლი: 1:0 ს. ვაგნერი (62)
აინტრახტი-ჰამბურგი 0:0
პარასკევი. 17 მარტი
დორტმუნდი-ინგოლშტადტი 1:0
კვირა. 19 მარტი
მაინცი-შალკე 18:30
გლადბახი-ბაიერნი 20:30
1. ბაიერნი - 59 ქულა; 2. ლაიპციგი - 49; 3. დორტმუნდი - 46; 4. ჰოფენჰაიმი - 45; 5. ჰერტა - 40.