ბუნდესლიგა. XXVIII ტური: გერმანულ კლასიკაში ბრძოლა არ შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
არიენ რობენი თავისი "დამუღამებული" მოძრაობითა და გოლებით ყველას ნერვებს უშლის - "ბაიერნის" ფანების გარდა.

მარცხენა ფლანგიდან შუაში რომ შედის და მერე კარში ურტყამს - ეს ყველამ იცის, მაგრამ ძალიან იშვიათად ახერხებენ მის შეჩერებას. ჰოლანდიელს მის სავიზიტო ბარათად ქცეული გოლი გასულ შაბათს, დორტმუნდის "ბორუსიასთანაც" გამოუვიდა: 49-ე წუთზე სოკრატისი და შმელცერი, "დორტმუნდის" ორი ფეხბურთელი გააცურა და შორეულ კუთხეში გაიტანა.

მიმოხილვა ამ გოლით მხოლოდ იმიტომ დავიწყეთ, რომ რობენს კვლავ ყველაფერი ისე გამოუვიდა, როგორც უნდოდა, თორემ თამაშის ბედი მანამდე გადაწყდა. ბუნდესლიგის მშვენება ვერ გამოდგა
ისეთი დაძაბული, როგორსაც ველოდით და როგორსაც ნეიტრალური ქომაგი ისურვებდა - "ბაიერნმა" ამ ტოპ-მატჩის ბედი ძალიან მალე, 10 წუთში გადაწყვიტა.

სტარტიდან 10 წუთის შემდეგ ბავარიელები უკვე 2:0-ს იგებდნენ. არადა, პირველი საგოლე მომენტი დორტმუნდელებს ჰქონდათ. "ბაიერნს" ოთხშაბათს მადრიდის "რეალთან" ურთულესი მატჩი ელის, თუმცა ჩემპიონთა ლიგაში ხომ დორტმუნდელებიც თამაშობენ...

ანგარიში ფრანკ რიბერიმ 188-ე წამზე გახსნა. აქვე ვთქვათ, რომ ფრანგს პარასკევს დაბადების დღე ჰქონდა, 34 წლის გახდა და კითხვაზე, რა აჩუქა რიბერის, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ასე უპასუხა: "ასაკი დავაკელი, 27 წლისაა!"

რიბერი მართლაც გაახალგაზრდავებულივით იყო და მეორე გოლშიც ლომის წილი დაიდო - სწორედ მან მოიპოვა ჯარიმა, რომელიც ლევანდოვსკიმ შეასრულა და მხოლოდ იმიტომ გაიტანა, რომ ცოცხალ კედელში მდგომი დემბელე ისე მოიქცა, როგორც დამწყები ბავშვი.

მერე გერეირომ სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდთან" "ბაიერნს" კარში ისევ სვენ ულრაიხი ჰყავდა და არც თომას მიულერს უთამაშია, მაგრამ მიუნხენური გიგანტის ფანები ნუ ინერვიულებთ, მადრიდის "რეალის" ქომაგებს კი ნუ გაგიხარდებათ - ოთხშაბათს ნოიერიც მწყობრში იქნება და მიულერიც. ასე ამბობენ რეკორდმაისტერის ექიმები.

ლევანდოვსკიმ კი სულაც დუბლი შეასრულა და უკვე 26 გოლი აქვს. თუმცა მომდევნო ტურში, "ლევერკუზენთან" ვერ ითამაშებს, რადგან ხუთი ყვითელი ბარათი და გაფრთხილება აქვს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ერთი სიტყვით, "ბაიერნმა" ქულები არ დაკარგა და გაუცრუა იმედები ყველას, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ რეკორდმაისტერის "ჰოფენჰაიმთან" წაგებას "დორტმუნდთან" წაფორხილება მოჰყვებოდა და გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა ისევ დაიძაბებოდა. სეზონის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და "ბაიერნი" მეორე ადგილზე მყოფ "ლაიპციგს" 10 ქულით უსწრებს.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 6 ტურში მხოლოდ 18 ქულის აღებაა შესაძლებელი, თამამად უნდა ვთქვათ, რომ "ბაიერნის" ჩემპიონობას წყალი არ გაუვა და მხოლოდ დროის ამბავია. "ლაიპციგს" კი ალბათ ისიც ეყოფა, რომ ბუნდესლიგაში აღზევებისთანავე ევროპა აალაპარაკა და ჩემპიონთა ლიგაზე გადის. ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის საგზური "საქსონიელ ხარებს" თითქმის განაღდებული აქვთ.

ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს "ჰოფენჰაიმიც" და ესეც სერიოზული სენსაციაა. "სოფლელები" ამ ტურში დამარცხდნენ, მაგრამ მაინც მესამე ადგილზე არიან და მე-6 პოზიციაზე მყოფ "ფრაიბურგს" 10 ქულით უსწრებენ.

XXVIII ტური
აინტრახტი-ვერდერი 2:2
გოლები: 0:1 იუნუზოვიჩი (37), 0:2 ბარტელსი (43), 1:2 გაჩინოვიჩი (48), 2:2 ფაბიანი (73-პენ)
აინტრახტი (3-4-1-2): ჰრადეცკი - აბრაამი, რუსი (46. დ. ბლუმი), ანდერსონ ორდონესი (68. მ. ვოლფი) - ჩენდლერი, მასკარელი, გაჩინოვიჩი, ოჩიპკა - ფაბიანი - ჰრგოტა (81. სეფეროვიჩი), რებიჩი
ვერდერი (3-5-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი (29. კაინცი), მოისანდერი, კალდიროლა - გებრე სელასიე, გრილიჩი, ეგშტაინი, იუნუზოვიჩი, გარსია - ბარტელსი (77. პისარო), კრუზე
მაყურებელი: 51 000

შალკე-ვოლფსბურგი 4:1
გოლები: 1:0 ბურგშტალერი (6), 2:0 გორეტცკა (23), 3:0 დ. კალიჯური (49), 4:0 ბურგშტალერი (77), 4:1 გომესი (79-პენ)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - კერერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, კოლაშინაცი (72. ჩოკე) - გორეტცკა, ბენტალები - დ. კალიჯური, მ. მაიერი, ჩუპო-მოტინგი (66. შიოპფი) - ბურგშტალერი (85. ჰუნტელაარი)
ვოლფსბურგი (4-1-2-2-1): კასტეელსი - ს. იუნგი (46. ბლაშჩიკოვსკი), კნოხე, ლუის გუსტავო, ი. ჰორნი - გილავოგი - ბაზური, არნოლდი - დიდავი (74. ვიეირინია), მალი - გომესი (80. მაიორალი)
მაყურებელი: 61 298

კიოლნი-გლადბახი 2:3
გოლები: 0:1 ვესტერგაარდი (13), 1:1 კლემენსი (18), 1:2 ტრაორე (55), 2:2 მოდესტე (58), 2:3 შტინდლი (81)
კიოლნი (4-2-3-1): ტ. ჰორნი - კლიუტნერი, სიორენსენი, ჰაინტცი (72. მარო), ი. ჰექტორი - ჰიოგერი (84. ცოლერი), მ. ლემანი - კლემენსი, იოიჩი, რაუში (46. ოსაკო) - მოდესტე
გლადბახი (4-2-2-2): ზომერი - ელვედი, ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ვენდტი - შტრობლი, დაჰუდი - ჰოფმანი (75. დრმიჩი), აზარი - შტინდლი (92. ბენესი), რაფაელი (54. ტრაორე)
მაყურებელი: 50 000

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 ჰანტი (25), 1:1 კრამარიჩი (35-პენ), 2:1 ჰანტი (75)
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - დიკმაიერი, პაპადოპულოსი, მავრაი, ოსტჟოლეკი - გ. საკაი, უოლასი - ჰანტი (93, იანჯიჩი), ჰოლტბი, კოსტიჩი (81. გრეგორიჩი) - ვუდი (85. ლასოგა)
ჰოფენჰაიმი (3-4-3): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ჰიუბნერი - ბიჩაქჩიჩი (78. უთი), რუდი (46. ამირი), შვეგლერი, ცუბერი - კრამარიჩი, ვაგნერი, ტერაცინო (61. რუპი)
მაყურებელი: 53 565

ფრაიბურგი-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 პეტერსენი (70)
ფრაიბურგი (4-2-2-2): შვოლოვი - კიუბლერი, სოიუნჩუ, კემპფი, იგნიოვსკი - შუსტერი, აბრაში - ფრანტცი (69. პეტერსენი), გრიფო (90. გიუნტერი) - ნიდერლეხნერი, ჰაბერერი (84. ო. ბულუთი)
მაინცი (4-4-2): ჰუთი - დონატი, ბელი, ჰაკი, ბროზინსკი - იოზთუნალი (82. ჰოლტმანი), რამალიო (59. ფ. ფრაი), ლატცა, დე ბლაზისი (82. ბოიანი) - მუტო, კორდობა
მაყურებელი: 24 000

ლაიპციგი-ლევერკუზენი 1:0
გოლი: 1:0 პოულსენი (93)
ლაიპციგი (4-4-2): გულაჩი - ილსანკერი, ორბანი, კომპერი, ბერნარდო - ზაბიტცერი, კეიტა, დემე, ფორსბერგი (95. დ. კაიზერი) - ვერნერი (91. უპამეკანო), ბურკი (73. პოულსენი)
ლევერკუზენი (4-4-1-1): ლენო - ჰილბერტი, იედვაი, თოფრაქი, ვენდელი (69. ჰენრიხსი) - ბელარაბი (46. ბაილი), ბაუმგარტლინგერი, კამპლი, ბრანდტი (87. კისლინგი) - ჰავერტცი - ფოლანდი
გაძევება: ორბანი (88)
მაყურებელი: 42 558

ბაიერნი-დორტმუნდი 4:1
გოლები: 1:0 რიბერი (4), 2:0 ლევანდოვსკი (10), 2:1 გერეირო (20), 3:1 რობენი (49), 4:1 ლევანდოვსკი (68-პენ)
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - ლამი, ხავი მარტინესი (79. ჰუმელსი), ბოატენგი, ალაბა - ჩაბი ალონსო, ვიდალი - რობენი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი (74. დუგლას კოშტა) - ლევანდოვსკი (72. კიმიხი)
დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - გინტერი, სოკრატისი, ბარტრა - პასლაკი, კასტრო (46. როდე), გერეირო (69. მერინო), შმელცერი - დემბელე (59. მორი), ობამეიანგი, პულიშიჩი
მაყურებელი: 75 000

ჰერტა-აუგსბურგი 2:0
გოლები: 1:0 ბრუკსი (12), 2:0 შტოკერი (37)
ჰერტა (4-2-3-1): იარსტაინი - პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი, შტარკი (80. ალანი) - შტოკერი (69. მიტელშტადტი), დარიდა (88. ესვაინი), კალუ - იბიშევიჩი
აუგსბურგი (4-1-4-1): ჰიტცი - ვერჰაეგი, დანსო, იანკერი, მაქსი - ტაიგლი (85. შმიდი) - კორი (69. ალთინთოფი), ბეიერი, კოო, ჟი - ფინბოგასონი (80. უსამი)
მაყურებელი: 43 451

ინგოლშტადტი-დარმშტადტი 3:2
გოლები: 1:0 გროსი (19), 1:1 ვრანჩიჩი (33), 1:2 ვრანჩიჩი (39-პენ), 2:2 კოენი (68), 3:2 ზუტნერი (72)
ინგოლშტადტი (3-4-2-1): ჰანსენი - მატიპი, როჟერი (61. მორალესი), ბრეგერი - ტისერანდი, გროსი, კოენი, ზუტნერი - ლეკი, კიტელი (89. იუნგი) - ლესკანო (92. ჰინტერზეერი)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - შტაინჰოფერი, ჰონი, ზულუ, ჰოლანდი - კამავუაკა (81. შჩიპლოკი), ალთინთოფი - სირიგუ, ვრანჩიჩი (71. გუვარა), პლატე (62. როზენტალი) - ჩოლაკი
გაძევება: ბრეგერი (87), ჩოლაკი (87)
მაყურებელი: 14 081

ბომბარდირები: 26 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 25 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 23 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 15 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

მომდევნო ტური
15 აპრილი:
დორტმუნდი-აინტრახტი, მაინცი-ჰერტა, ვოლფსბურგი-ინგოლშტადტი, აუგსბურგი-კიოლნი, ჰოფენჰაიმი-გლადბახი, ლაიპციგი-ფრაიბურგი, ლევერკუზენი-ბაიერნი;

16 აპრილი:
ვერდერი-ჰამბურგი, დარმშტადტი-შალკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული