ბუნდესლიგა. XXXI ტური: "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 აპრილს გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად 6:0 გაანადგურა "ვოლფსბურგი", რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა, თითო გოლი დავიდ ალაბას, არიენ რობენის, თომას მიულერისა და ჯოშუა კიმიხის ანგარიშზეა.

ამით მიუნხენის "ბაიერნი" ნაადრევად გახდა ჩემპიონი, რადგან "ლაიპციგმა" შინ ვერ იმარჯვა "ინგოლშტადტთან" - 0:0. კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, ვინც ევროპის ტოპ-4 ჩემპიონატი მოიგო.

შაბათი. 29 აპრილი
დორტმუნდი-კიოლნი 0:0

მაინცი-გლადბახი 1:2
გოლები: 0:1 შტინდლი (31), 0:2 შულცი (46), მუტო (89)

ვერდერი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ბარტელსი (9), 2:0 მ. კრუზე (15)

დარმშტადტი-ფრაიბურგი 3:0
გოლები:
1:0 პლატე (22), 2:0 გონდორფი (45), 3:0 შიპლოკი (65)

ლაიპციგი-ინგოლშტადტი 0:0
გაძევება: მორალესი (86. ინგოლშტადტი)

ვოლფსბურგი-ბაიერნი 0:6
გოლები: 0:1 ალაბა (19), 0:2 ლევანდოვსკი (36), 0:3 ლევანდოვსკი (45), 0:4 რობენი (66), 0:5 მიულერი (80), 0:6 კიმიხი (85)
გაძევება: ლუის გუსტავო (78. ვოლფსბურგი)

პარასკევი. 28 აპრილი
ლევერკუზენი-შალკე 1:4

კვირა. 30 აპრილი
აუგსბურგი-ჰამბურგი 17:30
ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 19:30

1. ბაიერნი - 73 ქულა; 2. ლაიპციგი - 63; 3. დორტმუნდი - 57; 4. ჰოფენჰაიმი - 55; 5. ჰერტა - 46.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული