ბუნდესლიგა. XXXII ტური: "ლაიპციგი" ჩემპიონთა ლიგაში! "დორტმუნდიც"? [VIDEO]

AutoSharing Option
ბევრი იწვალა თუ ცოტა, ბოლოს ზედიზედ სამი მატჩიც კი მოიგო, მაგრამ ყველა ვხვდებოდით, რომ უკვე ძალიან გვიანი იყო და "დარმშტადტი" მეორე ბუნდესლიგაში მაინც დაქვეითდა. ტორსტენ ფრინგსის გუნდი შაბათს გაჩემპიონებულ "ბაიერნს" სტუმრობდა, 0:1 დამარცხდა და ბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია - მეორე ბუნდესლიგაში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თუმცა გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურის მთავარი მატჩი დორტმუნდში გაიმართა, სადაც "ჰოფენჰაიმი" ჩავიდა. ეს იყო დუელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურისთვის, ფინალი მესამე ადგილისთვის. მატჩის წინ "ბორუსიას" შეფმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მასსა და გუნდის
მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რამაც საფეხბურთო გერმანიაში უდიდესი დისკუსიები გამოიწვია. დაიწყო მატჩი და დისკუსიები გაგრძელდა - ოღონდ სხვა თემაზე.

მე-4 წუთზე მარკო როისმა ანგარიში რომ გახსნა, დაახლოებით ერთმეტრიან თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მსაჯმა გოლი მაინც ჩათვალა. ჰოფენჰაიმელებმა მისი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ხმაურიანად გააპროტესტეს, მაგრამ, ცხადია, უშედეგოდ.

მსაჯ ფელიქს ბრიხის ამ შეცდომას მალევე მორიგი შეცდომაც მოჰყვა: როისმა ბურთი ხელით გაისწორა და მერეღა მოარტყა ხელზე ჰოფენჰაიმელ კადერაბეკს, მაგრამ არბიტრმა "ჰოფეს" კარში პენალტი დანიშნა. თუმცა ობამეიანგმა ეს შანსი ვერ გამოიყენა - ბურთი კარს ააცილა.

მეორე ნახევარში მსაჯს შეცდომები აღარ დაუშვია, ობამეიანგმა სხვაობა ორამდე გაზარდა, მაგრამ დორტმუნდელებმა ბოლოს მაინც ინერვიულეს, რადგან კრამარიჩმა თერთმეტმეტრიანით სხვაობა შეამცირა. თუმცა დორტმუნდმა თამაში მაინც მიიყვანა გამარჯვებამდე და ცხრილში სასურველ მესამე ადგილზე აინაცვლა. ამრიგად, თუ თომას ტუხელის შეგირდები დარჩენილ 2 ტურში ქულებს აღარ დაკარგავენ, პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან.

"ჰოფენჰაიმს" საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა განაღდებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის შანსი "სოფლელებსაც" მიეცემათ - ოღონდ საკვალიფიკაციო ეტაპიდან.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგაში, ოღონდ პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა "ლაიპციგმაც"! საქსონიელებმა ბერლინში "ჰერტა" 4:1 დაამარცხეს, რის შემდეგაც საბოლოოდ ცხადია, რომ სექტემბრიდან ლაიპციგში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი აჟღერდება. ეს უდიდესი სენსაცია და ამ კლუბისთვის გრანდიოზული მიღწევაა. რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდის მთავარი გმირები ვერნერი და ზელკე გახდნენ - მათ დუბლები შეასრულეს.

გადარჩენისთვის ბრძოლაში "ვოლფსბურგმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ "მგლებმა" სტუმრად "აინტრახტის" დამარცხება მოახერხეს და ოდნავ დამშვიდდნენ, მაგრამ "ვოლფსბურგს" დარჩენილ ორ ტურშიც დიდი ბრძოლები ელის.

XXXII ტური
კიოლნი-ვერდერი 4:3
გოლები: 1:0 მოდესტე (13), 2:0 ბიტენკური (28), 2:1 ბარტელსი (34), 2:2 გებრე სელასიე (40), 3:2 ცოლერი (44), 4:2 მოდესტე (47), 4:3 გნაბრი (62)
კიოლნი (4-3-3): ტ. ჰორნი - კლიუტნერი, სიორენსენი, სუბოტიჩი, ჰაინტცი - იოიჩი (70. ჰიოგერი), მ. ლემანი, ი. ჰექტორი - ცოლერი (82. რუდნევსი), მოდესტე, ბიტენკური (75. რაუში).
ვერდერი (3-5-2): ვიდვალდი - ველიკოვიჩი (81. პისარო), ლ. სანე, მოისანდერი - ბაუერი (65. კაინცი), გრილიჩი, დელანი (54. გნაბრი), იუნუზოვიჩი, გებრე სელასიე - ბარტელსი, კრუზე.
მაყურებელი: 50 000

ბაიერნი-დარმშტადტი 1:0
გოლი: 1:0 ბერნატი (18)
ბაიერნი (4-2-3-1): შტარკე - რაფინია, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი - კიმიხი (67. ჩაბი ალონსო), რენატო სანჩესი - დუგლას კოშტა, თ. მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - სირიგუ, ბანგაარდი, ზულუ, ჰოლანდი - კამავუაკა (80. როზენტალი), ჰამით ალთინთოფი - ჰელერი, გონდორფი, ვრანჩიჩი (66. სემი) - პლატე (59. შიპლოკი).
მაყურებელი: 750 000

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 როისი (4), 2:0 ობამეიანგი (82), 2:1 კრამარიჩი (86-პენ)
დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - გინტერი, სოკრატისი, შმელცერი - პიშჩეკი, ვაიგლი, კასტრო, გერეირო (91. ს. ბენდერი) - დემბელე (80. კაგავა), ობამეიანგი, როისი (80. როდე).
ჰოფენჰაიმი (3-4-3): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი (70. სალაი) - კადერაბეკი (58. ტოლიანი), დემირბაი, რუდი, ცუბერი - უთი (65. ამირი), კრამარიჩი, ვაგნერი.
გამოუყენებელი პენალტი: ობამეიანგი (14)
მაყურებელი: 81 360

გლადბახი-აუგსბურგი 1:1
გოლები: 0:1 ფინბოგასონი (57), 1:1 ჰანი (94)
გლადბახი (4-2-3-1): ზომერი - ელვედი (78. შტრობლი), ა. კრისტენსენი, ვესტერგაარდი, ნ. შულცი - დაჰუდი, ბენესი (67. კრამერი) - ჰერმანი (58. ტრაორე), შტინდლი, ჰოფმანი - ჰანი.
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - კორი, დ. ბაიერი - შმიდი, ჰალილ ალთინთოფი (60. ჟი), მაქსი (85. კაიუბი) - ფინბოგასონი (90. ბობადილია).
მაყურებელი: 52 362

ინგოლშტადტი-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 1:0 კიტელი (73), 1:1 ჰავერტცი (78)
ინგოლშტადტი (3-4-3): ჰანსენი - მ. მატიპი, ბრეგერიე, ტისერანდი - ჰადერგონაი, კოენი, კრისტიანსენი (84. ლექსი), ზუტნერი (92. ლაიპერტცი) - ლეკი (46. კიტელი), ლესკანო, პ. გროსი.
ლევერკუზენი (4-2-2-2): ლენო - ჰენრიხსი, იედვაი, დრაგოვიჩი, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, არანგისი (77. კამპლი) - ჰავერტცი, მეჰმედი (74. ბაილი) - კისლინგი, ფოლანდი.
მაყურებელი: 14 351

აინტრახტი-ვოლფსბურგი 0:2
გოლები: 0:1 დიდავი (48), 1:1 გომესი (63)
აინტრახტი (4-1-2-2-1): ჰრადეცკი - ვარელა, მ. ჰექტორი, ოჩიპკა, ტავათა - ჩენდლერი - შტენდერა (52. ტარაშაი), გაჩინოვიჩი - ფაბიანი, რებიჩი (67. დ. ბლუმი) - ჰრგოტა (67. სეფეროვიჩი).
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ს. იუნგი (84. ბლაშჩიკოვსკი), კნოხე, ვოლშაიდი, გერჰარდტი - გილავოგი, არნოლდი - ბაზური, დიდავი (80. მალი), ნტეპი (73. ვიეირინია) - გომესი.
მაყურებელი: 49 000

ჰერტა-ლაიპციგი 1:4
გოლები: 0:1 ვერნერი (11), 0:2 ვერნერი (54), 1:2 რ. ხედირა (85 ს. კ.), 1:3 ზელკე (89), 1:4 ზელკე (92)
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, ტორუნარიგა - სკიელბრედი (64. ალანი), დარიდა - ესვაინი (81. ჰარაგუჩი), შტოკერი (63. ვაიზერი), კალუ - იბიშევიჩი.
ლაიპციგი (4-2-3-1): გულაჩი - ილსანკერი, უპამეკანო, კომპერი, ბერნარდო - დემე, კეიტა (76. რ. ხედირა) - ზაბიტცერი, ფორსბერგი, პოულსენი (81. ზელკე) - ვერნერი (87. დ. კაიზერი).
მაყურებელი: 62 301

ჰამბურგი-მაინცი 0:0
ჰამბურგი (4-2-3-1): მათენია - დიკმაიერი (89. ოსტჟოლეკი), კ. პაპადოპულოსი, მავრაი, გ. საკაი - იანჯიჩი, იუნგი - ჰანტი (82. გრეგორიჩი), ჰოლტბი (68. იატა), კოსტიჩი - ვუდი.
მაინცი (4-2-2-2): ჰუთი - დონატი, ბელი, ბალოგუნი, ბროზინსკი - გბამინი, ლატცა (79. ფ. ფრაი) - იოზთუნალი (63. ჟაირო), დე ბლაზისი - კორდობა, მუტო (87. რამალიო).
მაყურებელი: 53 915

ფრაიბურგი-შალკე 2:0
გოლები: 1:0 ნიდერლეხნერი (22), 2:0 ნიდერლეხნერი (31-პენ)
ფრაიბურგი (4-2-3-1): შვოლოვი - იგნიოვსკი, გულდე, კემპფი, გიუნტერი - ჰიოფლერი, აბრაში - ო. ბულუთი (88. პ. შტენცელი), ფილიპი (69. პეტერსენი), ჰაბერერი - ნიდერლეხნერი (75. გრიფო).
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჩოკე, ჰიოვედესი, ბადშტუბერი, კოლაშინაცი - სტამბული (46. ჰუნტელაარი), ბენტალები - დ. კალიჯური (76. დი სანტო), გორეტცკა, კონოპლიანკა (61. ავდიჯაი) - ბურგშტალერი.
მაყურებელი: 24 000

ბომბარდირები: 28 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 25 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 19 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 15 - მარიო გომესი (ვოლფსბურგი).

მომდევნო ტური
13 მაისი:
ლევერკუზენი-კიოლნი, შალკე-ჰამბურგი, მაინცი-აინტრახტი, ვოლფსბურგი-გლადბახი, აუგსბურგი-დორტმუნდი, ვერდერი-ჰოფენჰაიმი, დარმშტადტი-ჰერტა, ფრაიბურგი-ინგოლშტადტი, ლაიპციგი-ბაიერნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული