მეორეადგილოსანმა "ლაიპციგმა" 9-გოლიანი თრილერი ითამაშა ჩემპიონ "ბაიერნთან". კარლო ანჩელოტის გუნდი ბოლო წუთებამდე 2:4 მარცხდებოდა, მაგრამ სამი გოლი გაიტანა და იმარჯვა. გამარჯვების გოლი არიენ რობენის ანგარიშზეა, ეს მატჩის 95-ე წუთზე მოხდა.
დუბლი შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ, თითო გოლი ტიაგო ალკანტარამ და დავით ალაბამ გაიტანეს. დამარცხებულთა რიგებში დუბლი შეასრულა ტიმო ვერნერმა.
კარლო ანჩელოტი (ლაიპციგი): "ეს იყო გიჟური თამაში. შემტევი ფეხბურთი ვნახეთ. ორივე გუნდს მიზანი მიღწეული აქვს. "ლაიპციგმა" ძლიერად დაიწყო, ჩვენ კი უკეთესები ვიყავით ბოლოსკენ.
ამ ტურში სხვა უხვგოლიანი მატჩებიც ვიხილეთ: 8 გოლი გავიდა "ჰოფენჰაიმისა" და "ვერდერის" თამაშში, 6 გოლი გავიდა "მაინცისა" და "აინტრახტის" დაპირისპირებაში. 4 გოლი ვიხილეთ "ლევერკუზენისა" და "კიოლნის" მატჩში.
ამ ტურის შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლა გამძაფრდა, რადგან "ჰოფენჰაიმი" "დორტმუნდს" დაეწია. "ინგოლშტადტმა" ელიტა დატოვა.
შაბათი. 13 მაისი
ლევერკუზენი-კიოლნი 2:2
გოლები: 0:1 იოიჩი (14), 0:2 კლუნტერი (49), 1:2 კისლინგი (60), 2:2 პოჰიანპალო (71)
შალკე-ჰამბურგი 1:1
გოლები: 1:0 ბურგშტალერი (25), 1:1 ლასოგა (92)
მაინცი-აინტრახტი 4:2
გოლები: 0:1 ჰრგოტა (42), 0:2 სეფეროვიჩი (50), 1:2 კორდობა (60), 2:2 ბელი (62), 3:2 მუტო (76), 4:2 დე ბლასისი (93-პენ)
ვოლფსბურგი-გლადბახი 1:1
გოლები: 0:1 ვესტერგაარდი (24), 1:1 მ. გომესი (58)
აუგსბურგი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (28), 1:1 ობამეიანგი (32)
ვერდერი-ჰოფენჰაიმი 3:5
გოლები: 0:1 სალაი (7), 0:2 კრამარიჩი (11), 0:3 ცუბერი (40), 0:4 კრამარიჩი (49), 0:5 ბიჩაკჩიჩი (51), 1:5 გებრე სელასიე (59), 2:5 ბარგფრედე (86), 3:5 ბაუერი (90)
დარმშტადტი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 კალუ (14), 0:2 ტორუნარიგა (28)
ფრაიბურგი-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 1:0 ფილიპი (31), 1:1 ლესკანო (43)
ლაიპციგი-ბაიერნი 4:5
გოლები: 1:0 ზაბიტცერი (2), 1:1 ლევანდოვსკი (17-პენ), 2:1 ვერნერი (29-პენ), 3:1 ი. პოულსენი (47), 3:2 ტიაგო ალკანტარა (60), 4:2 ვერნერი (65), 4:3 ლევანდოვსკი (84), 4:4 ალაბა (91), 4:5 რობენი (95)
1. ბაიერნი - 79 ქულა; 2. ლაიპციგი - 66; 3. დორტმუნდი - 61; 4. ჰოფენჰაიმი - 61; 5. ჰერტა - 49.