მიუნხენის "ბაიერნი": "რეკორდმაისტერი" ასაკს მოიკლებს

AutoSharing Option
გერმანული პრესა აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ მიუნხენის "ბაიერნი" შემადგენლობის გაახალგაზრდავებას აპირებს და რეკორდმაისტერს რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს უკავშირებენ.

კლუბს უკვე გადაუდგამს ნაბიჯები ლეონ გორეტცკას, სერჟ გნაბრისა და იულიან ბრანდტის ხელში ჩასაგდებად. ამ მოთამაშეებს "ალიანს არენას" უკვე საკმაო ხანია უკავშირებენ.

გნაბრი ბრემენის "ვერდერში" ირიცხება და ურიგო სეზონს არ ატარებს. იგი ლონდონის "არსენალის" აკადემიაში გამოზარდეს, მაგრამ "მეთოფეებში" ფეხი ვერ მოიკიდა. "ვერდერში" იჯარას კი ის მოჰყვა, რომ ბრემენელებმა 21 წლის შემტევი ნახევარმცველი გამოისყიდეს. გნაბრის გერმანიის ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი.

გორეტცკა "შალკეს" აღზრდილი კიდევ ერთი ტალანტია. ასეთი გელზენკირხენელებს არაერთი ჰყავთ და, ალბათ, 22 წლის ლეონიც იულიან დრაქსლერისა და ლეროი სანეს გზას გაუყვება.

"ლევერკუზენსაც" ჰყავს ნორჩი და ნიჭიერი ფეხბურთელები და 21 წლის ბრანდტი ერთ-ერთი ნათელი დასტურია ამისა, რომელსაც სხვა გუნდებიც უტრიალებენ.

ზემოხსენებულ ფეხბურთელებს, ახალგაზრდული ასაკის გარდა, კიდევ ერთი რამ აერთიანებთ - სამივე გერმანელია. ასევე გერმანელებს, ნიკლას ზიულესა და სებასტიან რუდის მიუნხენელები "ჰოფენჰაიმიდან" დაიმატებენ, ეს უკვე გადაწყვეტილია. პირველი 21 წლისაა, მეორე კი - 27-ის.

პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ალექსის სანჩესის ტრანსფერზე. ამ შემთხვევაში, ბავარიელთა შანსებს ზრდის ის, რომ ალექსისის აგენტი ფერნანდო ფილისევიჩია, ანუ ადამიანი, რომელმაც სანჩესის თანამემამულის, არტურო ვიდალის ტრანსფერი გაჩარხა "ალიანც არენაზე". 28 წლის ჩილელი ფორვარდი "არსენალს", დიდი ალბათობით, დატოვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალგაზრდების მოყვანა რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ მესამე წერეზე წასულ ფეხბურთელებს რატომ არ ეშვებიან მიუნხენში?
გგგ
17:11 16-05-2017
0

სიახლეები პოპულარული