"ბაიერნმა" 4:1 დაამარცხა "ფრაიბურგი" შემდეგ კი ჩემპიონობა მოედანზევე აღნიშნა. კარიერა დაასრულეს ფილიპ ლამმა და ჩაბი ალონსომ.
ბოლო ტურში "დორტმუნდის" ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დუბლი შეასრულა, რობერტ ლევანდოვსკის გაუსწრო და 31 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირი გახდა.
"ბაიერნი", "ლაიპციგი" და "დორტმუნდი" ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, ხოლო "ჰოფენჰაიმი" ლიგის პლეი ოფში. "კიოლნმა" და "ჰერტამ" ევროპალიგის საგზურები მოიპოვეს.
"ჰამბურგმა" 2:1 მოუგო "ვოლფსბურგს" და პლეი აუთში "ვოლფსბურგი" ითამაშებს, "ინგოლშტადტი" და "დარმშტადტი" დაქვეითდნენ.
შაბათი. 20 მაისი
ბაიერნი-ფრაიბურგი 4:1
დორტმუნდი-ვერდერი 4:3
გოლები: 0:1 იუნუზოვიჩი (7), 1:1 როისი (32), 2:1 ობამეიანგი (42), 2:2 ბარტელსი (46), 2:3 მ. კრუზე (68), 3:3 როისი (75-პენ), 4:3 ობამეიანგი (89-პენ)
გლადბახი-დარმშტადტი 2:2
გოლები: 1:0 აზარი (50), 1:1 შიპლოკი (62), 2:1 რაფაელი (65), 2:2 ჰელერი (90)
ჰერტა-ლევერკუზენი 2:6
გოლები: 0:1 ხ. ერნანდესი (5), 0:2 ჰავერტცი (31), 0:3 ჰავერტცი (45), 0:4 კისლინგი (64-პენ), 1:4 ვაიზერი (71), 1:5 არანგისი (81-პენ), 2:5 ალაგუი (86-პენ), 2:6 პოჰიანპალო (90)
კიოლნი-მაინცი 2:0
გოლები: 1:0 ჰექტორი (43), 2:0 ოსაკო (87)
ჰამბურგი-ვოლფსბურგი 2:1
გოლები: 0:1 კნოხე (23), 1:1 კოსტიჩი (32), 2:1 ვალდშმიდტი (88)
ინგოლშტადტი-შალკე 1:1
გოლები: 0:1 ავდიჯაი (2), 1:1 გროსი (41-პენ)
გაძევება: სტამბული (63. შალკე)
გამოუყენებელი პენალტი: ლესკანო (64. ინგოლშტადტი)
ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 0:0
აინტრახტი-ლაიპციგი 2:2
გოლები: 0:1 ზაბიტცერი (25), 0:2 ი. პოულსენი (56), 1:2 ვალიეხო (83), 2:2 ბლუმი (90)
1. ბაიერნი - 82 ქულა; 2. ლაიპციგი - 67; 3. დორტმუნდი - 64; 4. ჰოფენჰაიმი - 62; 5. კიოლნი - 49.