გერმანის თასი. ფინალი: "დორტმუნდის" მეოთხე თასი

AutoSharing Option
27 მაისს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გერმანიის თასის ფინალი გაიმართა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" 2:1 მოუგო ფრანკფურტის "აინტრახტს" და გერმანიის თასი მოიპოვა.

ანგარიში მე-8 წუთზე უსმან დემბელემ გახსნა, მაგრამ ანტე რებიჩმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

მეორე ტაიმში "აინტრახტის" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად პიერ-ემერიკ ობამეიანგმა აქცია.

"ბორუსიამ" 2012 წლის მერე პირველად, ისე კი, მეოთხედ მოიგო გერმანიის თასი და ამ მაჩვენებლით "აინტრახტს" დაეწია. "ბაიერნს" ეს ტიტული 18-ჯერ აქვს მოპოვებული.

"დორტმუნდის" გამარჯვების წყალობით, ევროპალიგის საგზური "ფრაიბურგმა" მოიპოვა, რომელმაც ბუნდესლიგა მე-7 ადგილზე დაასრულა.

შაბათი. 27 მაისი
აინტრახტი-დორტმუნდი 1:2
გოლები:
0:1 უ. დემბელე (8), 1:1 რებიჩი (29), 1:2 ობამეიანგი (67-პენ)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული