53 წლის სპეციალისტმა 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ბოში აქამდე არნემის "ვიტესში", თელ-ავივის "მაკაბიში" და კიდევ რამდენიმე გუნდში მუშაობდა, მაგრამ პირველ რიგში, ალბათ, ბოშის ბოლო პერიოდი უნდა გამოვარჩიოთ.
არნემის "ვიტესში" პეტერ ბოშის ხელმძღვანელობით თამაშობდნენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი.
მართალია, გასულ სეზონში მან ამსტერდამის "აიაქსი" ერედივიზიონში ვერ გააჩემპიონა, მაგრამ კლუბი მის ხელში ძალიან მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობდა და ევროპალიგის ფინალშიც გავიდა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა
"გული მწყდება, რადგან როდესაც ჩვენ პეტერი მოვიყვანეთ, არავის გვეგონა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ერთ წელიწადში დამთავრდებოდა. მშვენიერი სეზონი გვქონდა, განსაკუთრებით, ევროპალიგაზე. ჩვენი ფეხბურთელების დარად, მწვრთნელები იქცევენ წამყვანი ჩემპიონატების კლუბების ინტერესს" - განაცხადა "აიაქსის" დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა. "აიაქსი" ხელცარიელი არ რჩება - კლუბი გერმანელებისგან 3 მილიონ ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"