კლუბებმა ტრანსფერი დაადასტურეს. არაოფიციალური ინფორმაციით, "ლევერკუზენმა" "დორტმუნდს, 28 წლის უნივერსალის სანაცვლოდ, 15 მილიონი ევრო გადაუხადა.
საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც დაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია, ტყუპისცალ ძმას, ლარსს 8-წლიანი განშორების შემდეგ შეუერთდა. ისინი "გლადბახში" ერთად 2006-09 წლებში თამაშობდნენ, რის შემდეგაც სვენი "დორტმუნდში", ლარსი კი "ლევერკუზენში" გადავიდა.
სვენ ბენდერმა, 8 წლის განმავლობაში, "დორტმუნდის" მაისურით 224 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 ტიტული მოიგო.