სვენ და ლარს ბენდერები - 8 წლის შემდეგ, ისევ ერთად

AutoSharing Option
სვენ ბენდერმა "დორტმუნდი" დატოვა და "ლევერკუზენში" ძმას, ლარს ბენდერს შეუერთდა.

კლუბებმა ტრანსფერი დაადასტურეს. არაოფიციალური ინფორმაციით, "ლევერკუზენმა" "დორტმუნდს, 28 წლის უნივერსალის სანაცვლოდ, 15 მილიონი ევრო გადაუხადა.

საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც დაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია, ტყუპისცალ ძმას, ლარსს 8-წლიანი განშორების შემდეგ შეუერთდა. ისინი "გლადბახში" ერთად 2006-09 წლებში თამაშობდნენ, რის შემდეგაც სვენი "დორტმუნდში", ლარსი კი "ლევერკუზენში" გადავიდა.

სვენ ბენდერმა, 8 წლის განმავლობაში, "დორტმუნდის" მაისურით 224 თამაში ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 ტიტული მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული