ფრანკ რიბერი: ჩინელების ზღაპრულ შეთავაზებაზე უარი ვთქვი

AutoSharing Option
"ბაიერნის" ფრანგმა ვარსკვლავმა, ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ თავის დროზე მას ერთ-ერთმა ჩინურმა კლუბმა ზღაპრული თანხა შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა იუარა და გერმანულ გრანდში დარჩენა ამჯობინა.

"ორი წლის წინ ჩინური კლუბიდან შეთავაზება მივიღე. საუბარი იყო მართლაც რომ ზღაპრულ ფულზე. მე უარი ვთქვი, რადგან არ ვთამაშობ ფეხბურთს ფულისათვის. ვთამაშობ იმიტომ, რომ სიამოვნება მივიღო ამ თამაშისგან. ეს ჩემს მენტალიტეტში არ ზის." - უთხრა რიბერიმ "ბილდს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული