"ბაიერნი" ბოხუმში, ჩემპიონი დიუსელდორფში

AutoSharing Option
გერმანიის თასი. 1/8-ფინალური მატჩები
დღეს
ბოხუმი-ბაიერნი 22:00
ნიურნბერგი-ფიურტი 22:00
ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 23:30
ფორტუნა-ბორუსია (დ) 23:30

ხვალ
ჰერტა-კაიზერსლაუტერნი 22:00
ჰოლშტაინ კილი-მაინცი 22:00
შტუტგარტი-ჰამბურგი 23:30
ბორუსია (მ)-შალკე 23:30

საფეხბურთო გერმანია 2011 წელს გერმანიის თასის მერვედფინალით დახურავს: ოთხი მატჩი დღეს გაიმართება, ოთხიც ხვალ.

მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" დღეს თამაშობენ: რეკორდმაისტერი მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "ბოხუმს" ბოატენგისა (გრიპი) და მიულერის (ტრავმა) გარეშე სტუმრობს, მოქმედი ჩემპიონი კი მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, "ფორტუნას" დიუსელდორფში შეხვდება.

იურგენ კლოპს დაცვაში უჭირს: შმელცერი და სანტანა ტრავმირებულები არიან და რაკი სუბოტიჩიც ლაზარეთშია, იურგენი დაცვის ცენტრში ჰუმელსს ოვომოიელას შეუწყვილებს.

გერმანიის თასის მფლობელი "შალკე" კი ხვალ მიონხენგლადბახში ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული