დღეს
ბოხუმი-ბაიერნი 22:00
ნიურნბერგი-ფიურტი 22:00
ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 23:30
ფორტუნა-ბორუსია (დ) 23:30
ხვალ
ჰერტა-კაიზერსლაუტერნი 22:00
ჰოლშტაინ კილი-მაინცი 22:00
შტუტგარტი-ჰამბურგი 23:30
ბორუსია (მ)-შალკე 23:30
საფეხბურთო გერმანია 2011 წელს გერმანიის თასის მერვედფინალით დახურავს: ოთხი მატჩი დღეს გაიმართება, ოთხიც ხვალ.
მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" დღეს თამაშობენ: რეკორდმაისტერი მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელ "ბოხუმს" ბოატენგისა (გრიპი) და მიულერის (ტრავმა) გარეშე სტუმრობს, მოქმედი ჩემპიონი კი მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, "ფორტუნას" დიუსელდორფში შეხვდება.
იურგენ კლოპს დაცვაში უჭირს: შმელცერი და სანტანა ტრავმირებულები არიან და რაკი სუბოტიჩიც ლაზარეთშია, იურგენი დაცვის ცენტრში ჰუმელსს ოვომოიელას შეუწყვილებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"