ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მარიო ბასლერი: მაგათი ცოლივითაა, რამდენსაც მისცემ, იმდენს დახარჯავს...

მარიო ბასლერი: მაგათი ცოლივითაა, რამდენსაც მისცემ, იმდენს დახარჯავს...

გასულ უქმეებზე სუპერმარიომ გადაცემა "შპორტ აინს დოპელპასში" ბუნდესლიგაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა
მარიო ბასლერი დიდი ფეხბურთელი იყო, ახლა კი დიდი საფეხბურთო ექსპერტია. მის მკვახე, ირონიულ და ამავდროულად ხშირად ასპროცენტიან მოსაზრებებს საფეხბურთო გერმანია პატივს სცემს.

ბასლერი დღესდღეობით ტაბლოიდ "ბილდის" მესვეტე და სატელევიზიო ექსპერტია. გასულ უქმეებზე სუპერმარიომ გადაცემა "შპორტ აინს დოპელპასში" ბუნდესლიგაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და მეორე წრის წინათქმაც გამოუვიდა.

- ჰერ ბასლერ, საუბარი უმთავრესი მოვლენით დავიწყოთ: მარკო როისმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" წინასწარი კონტრაქტი გააფორმა და ზაფხულში არა მიუნხენის "ბაიერნში", არამედ BVB-ში გადავა. თქვენი კომენტარი...

- დორტმუნდელები "ბაიერნის" უმთავრეს კონკურენტად ჩამოყალიბებას ცდილობენ. ბოლო წლებში ფეხბურთელებში დიდ ფულს არ იხდიდნენ და უმეტესად იაფფასიანი, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავთ. ამან შედეგი მოიტანა, რაც იურგენ კლოპის სწორი მიდგომისა და იდეალური კონცეფციის დამსახურებაა: უაღრესად ახალგაზრდული გუნდი გერმანიის ჩემპიონი გახდა.

ადრე თუ გვიან, დორტმუნდელებს ეს ნაბიჯი უნდა გადაედგათ - ძვირადღირებული ტრანსფერის განხორციელებას ვგულისხმობ - და გადადგეს კიდეც. ეს რისკია, ოღონდ გამართლებული რისკი. თუმცა არსებობს საშიშროებაც: საკმარისია, "ბორუსიამ" ორი წლის განმავლობაში ვერაფერი მოიგოს, რომ ფინანსური კრიზისი შეაწუხებს. პირადად მე ძალიან მინდა, რომ "დორტმუნდი" გრანდად ჩამოყალიბდეს, მუდმივად ჩემპიონობისთვის იბრძოლოს და ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაში. ეს გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებს.

- თქვენც ფიქრობთ, რომ ბაიერნი როისის ტრანსფერის გამო წაგებული გამოვიდა?

- ბავარიელებს როისი მართლა ძალიან რომ ნდომოდათ, გადაიბირებდნენ კიდეც. ჩემი აზრით, "ბაიერნის" ხელმძღვანელები ამ ფეხბურთელით არ იყვნენ სერიოზულად დაინტერესებულები. არც მიკვირს, რადგან მიუნხენში რობენი და რიბერი ჰყავთ. ზოგადად, რეკორდმაისტერს ჰყავს შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია, მაღალი მიზნებისთვის არა მარტო წელს, არამედ გაისად და 2 წლის შემდეგაც იბრძოლოს.

ვფიქრობ, ამაზე მარკო როისმაც იფიქრა და მიხვდა, რომ "ბაიერნში" გაუჭირდებოდა. ალბათ ამიტომაც შეაჩერა არჩევანი დორტმუნდზე, სადაც სასტარტო შემადგენლობაში თამაშის გარანტიას აუცილებლად მიიღებდა. როისის მიზანი ახლა გერმანიის ნაკრებში დამკვიდრება უნდა იყოს. რატომღაც დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადრე თუ გვიან, როისი "ბაიერნში" მაინც გადავა.

- მიონხენგლადბახის "ბორუსია" კი ლიდერს და წარმატებების გარანტიას კარგავს. არადა, თითქოს ეს გუნდიც გამოცოცხლდა.

- "გლადბახს" გრანდობას ისტორია და ტრადიციები ავალდებულებს და ძალიან მინდა, რომ ამ გუნდმა მეორე წრეც კარგად ჩაატაროს. ძალიან ვწუხვარ, რომ როგორც კი ეს გუნდი კარგად ათამაშდა, მაშინვე ორი ლიდერი დაკარგა: ზაფხულში როისთან ერთად ხომ ნოიშტედტერიც წავა.

იმედია, კლუბის ხელმძღვანელები მწვრთნელის შენარჩუნებას მაინც მოახერხებენ. ფაქტია, ლუსიენ ფავრიც უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ლიდერებს კარგავს. თუ მაღალი კლასის ფეხბურთელების საყიდელ ფულს არ მისცემენ, მგონი ფავრიც წავა.

- "ბაიერნი" კარგ სეზონს ატარებს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენად ძლიერია გერმანული საკლუბო ფეხბურთის გიგანტი?

- გუნდი საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ გერმანიის ჩემპიონი გახდეს. რაც შეეხება პრობლემებს: საკმარისია, ბოლო წლებს თვალი გადავავლოთ, რომ მაშინვე თვალსაჩინო გახდება - დაცვის ცენტრი რეკორდმაისტერს აქილევსის ქუსლად ექცა. სამაგიეროდ, "ბაიერნი" შეტევაში ყოველთვის ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული. მიუნხენური კლუბი ამით "რეალს" დაემსგავსა - მადრიდელებიც ხომ მხოლოდ წინა ხაზის გაძლიერებაზე ფიქრობენ ხოლმე. მოკლედ, თუ ბავარიელებს ევროპაში დაქუხება უნდათ, დაცვას სერიოზულად უნდა მიხედონ.

- უნდა გაუგრძელონ თუ არა კონტრაქტი არიენ რობენს?

- აუცილებლად! მართალია, ჰოლანდიელი ხშირად შავდება, მაგრამ ბრწყინვალე ფეხბურთელია და ეს ყოველთვის იგრძნობა, როცა არიენი მოედანზეა.

- იგივე სიტუაციაა "შალკეში", რაულთან დაკავშირებით.

- განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ რობენის შემთხვევაში კითხვის ნიშანი მისი ხშირი ტრავმიანობის გამო ჩნდება, რაულს კი ეს პრობლემა არ აწუხებს, სამაგიეროდ, უკვე ასაკშია. პირდაპირ ვიტყვი: რაულის ფანი ვარ! "შალკემ" მას ახალი ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაუფორმოს. მეტსაც გეტყვით: მე შიშველი ჰაიდი კლუმის ყურებას, რაულის თამაშის ყურება მირჩევნია. ასე რომ, "შალკეს" შეფებო, ნუ მოგვაკლებთ ამ სიამოვნებას და ნუ გაუშვებთ ხელიდან ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს.

- "ვოლფსბურგში" ისევ აურზაურია: ფელიქს მაგათი ყიდვა-გაყიდვას განაგრძობს.

- ფელიქსი შესანიშნავი მწვრთნელია და მას აქვს გეგმა, კონკრეტული კონცეფცია, რომელიც აქამდე ყველგან ამართლებდა. რაც ზაფხულში ივაჭრა, ეს წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შესაბამისად, იანვარშიც მაგრად "იშოპინგა". ჩემთვის ერთი რამ ფაქტია: მთავარია, მაგათმა გუნდი ერთხელ დააკომპლექტოს და მერე ეს გუნდი 2-3 წლის მანძილზე იქნება წარმატებული.

რაც შეეხება იმას, რომ მაგათი ბევრ ფულს ხარჯავს, რის გამოც ამრეზით დაუწყეს ყურება - მაგდენი ფულით ხომ ყველა მიაღწევს წარმატებასო. კრიტიკა უფრო იმან გამოიწვია, რომ ზაფხულში ნაყიდმა ფეხბურთელებმა იმედები გაუცრუეს. მე, როგორც მწვრთნელი, ვამბობ, რომ ალღო ხანდახან ყველას უმტყუნებს ხოლმე.

რაც შეეხება ბევრი ფულის ხარჯვას: მის ადგილზე რომ ვიყო და ტრანსფერებისთვის 100 მილიონი მოეცათ, მეც დავხარჯავდი! მწვრთნელისთვის რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როცა ბოსები ტრანსფერებისთვის ფულს აძლევენ. შესაბამისად, ლოგიკურია ის, რომ ფელიქს მაგათი ცოლივითაა: 500 ევროს მისცემ? შოპინგზე 500 ევროს დახარჯავს! 5 000 ევროს მისცემ? 5 000 ევროს დახარჯავს! რატომღაც მგონია, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ ამ თემაზე ვილაპარაკებთ და ვიტყვით, რომ მაგათმა ყველაფერი სწორად გააკეთა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარიუსი გერმანიაში რჩება - "შალკემ" მეკარეს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

მოლაპარაკებები დაწყებულია - ნიკო უილიამსი "ბაიერნს" უახლოვდება

პსჟ-ს ფეხბურთელი "ბაიერში" გადავიდა

7-ქალა | არის პირველი მოგება!

"ლიონის" შემტევის შეძენას "ჩელსი" შეეცდება

ჯეკო "ფიორენტინაში" გადაბარგდება

[VIDEO] ზედიზედ მეხუთედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!

გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა

ლიპარტელიანის ოქროს შემდეგ პირველობას 3 ქართველი შეუტევს

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

პსჟ-ს სარეკორდო დასწრება, ხვიჩას როლი გამარჯვებაში და ფიფას რეაქცია

კოკე: პსჟ გამარჯვებას არ იმსახურებდა!

[VIDEO] "კვარას" საგოლე პასები - პსჟ-მ "ატლეტიკო" გაანადგურა

[VIDEOS] ხვიჩას ორი საგოლე პასი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ატლეტიკოს" 2:0 ამარცხებს

"ატლეტიკოსთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

იმად დარჩი, რაც ხარ - გატუზო იტალიის ნაკრების მწვრთნელია

[VIDEO] ქართული ძიუდოს ისტორიული დღე - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია!

გასამრჯელოს გაუორმაგებენ - ცნობილი გახდა დემბელეს მომავალი ხელფასის ოდენობა

შერმადინისთვის სეზონი დასრულდა | "ტენერიფემ" "ვალენსიასთან" სერია 0:3 დათმო

ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

"იამალის მსგავსი ტალანტია" - დემბელემ თანაგუნდელი გამოარჩია

"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს

"აი, ამიტომ წავიდა არნოლდი "ლივერპულიდან" - კლოდ მაკელელე