მომავალი ზაფხულიდან 41 წლის მწვრთნელი "ბაიერნის" თავკაცია!
16 იანვარს კარლ-ჰაინც რუმენიგე მწვრთნელს, იუპ ჰაინკესს შეხვდა, რომელმაც დაადასტურა, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს:
"ის ჩვენი მეგობარია და მის გადაწყვეტილებას გაგებით უნდა შევხვდეთ. იუპის მიზანია, სეზონის მეორე ნახევარშიც წარმატებული კამპანია ჰქონდეს გუნდს და ტიტული მოიპოვოს".
"მოხარული გამცნობთ, რომ ჩვენ შევთანხმდით ხოსეპ გვარდიოლასთან თანამშრომლობაზე. ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია, რადგან გვარდიოლას
ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია და მისი გადმობირებით არა მხოლოდ "ბაიერნი", მთლიანად გერმანული ფეხბურთიც მოიგებს.
გვარდიოლა საქმეს ივლისიდან შეუდგება", - განაცხადა რუმენიგემ.
"ბარსელონას" ექსთავკაცი "ბაიერნთან" 3-წლიან ხელშეკრულებას აწერს ხელს, რომელსაც ყავლი 2016 წლის ზაფხულში გაუვა.
ასევე იხილეთ:
შეუთანხმდა თუ არა ხოსეპ გვარდიოლა მიუნხენის "ბაიერნს"?