მარიო გიოტცე 37 მილიონ ევროდ "დორტმუნდიდან" "ბაიერნში" გადავიდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდში დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი მარიო გიოტცე ითამაშებს.

20 წლის ვარსკვლავი "ბაიერნს" 37 მილიონი ევრო დაუჯდა.

კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება, "ბაიერნის" საიტზე მხოლოდ ამას ვკითხულობთ: "ბაიერნმა" ოფიციალურად შეიძინა მარიო გიოტცე. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი დორტმუნდიდან მიუნხენში 1 ივლისს გადავა".

ამის შესახებ კომენტარი იურგენ კლოპმა გააკეთა: "დრო ჭრილობას ვერ არჩენს, მაგრამ ის დაგვეხმარება ამ დანაკარგის გადახარშვაში. დარწმუნებული ვარ, არც მიონხენგლადბახში უხაროდათ, როცა მათ მარკო როისი წავართვით. ამ ტრანსფერის შესახებ კი "მალაგას" დამარცხების მერე "მახარეს".

ასევე იხილეთ:
მარიო გიოტცე: ჩემთვის სულერთია, 1/4-ფინალში წილისყრა ვის გვარგუნებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
გერმანული ბარსელონა კი არა გერმანული არსენალია დორტმუნდი-იყიდე და უფრო სარფიანად გაყიდე
0
გიჟია რა ეგ რა ქნა სად გადავიდა ფუ გიოტცე
Giorgi
21:19 23-04-2013
0

სიახლეები პოპულარული