ფანებმა გიოტცეს მშობლების სახლზე შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერეს

AutoSharing Option
"ბორუსიას" ფეხბურთელის, მარიო გიოტცეს გადასვლას მიუნხენის "ბაიერნში" დორტმუნდელთა გუნდის ქომაგების მხრიდან საკმაოდ ცუდი რეაგირება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ გიოტცე "ბაიერნის" ფეხბურთელი 1 ივლისიდან გახდება. ბუნდესგუნდმა ფეხბურთელში 37 მილიონი ევრო გადაიხადა.

გიოტცეს "ფეისბუქის" გვერდზე იმდენი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიდო, რომ საბოლოოდ გვერდი დაიხურა. აღნიშნულ სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, სადაც ის ადამიანები გაწევრიანდნენ, რომლებსაც გიოტცე ეზიზღებათ.

ასევე, გაჩნდა ჭორები, რომ მარიოს პატარა ძმას სკოლის შეცვლა სურს, რადგან ძმის გამო თანაკლასელები მუდამ დასცინიან.

გარდა ამისა, "ბორუსიას" ფანებმა გიოტცეს მშობლების სახლზე საღებავით შეურაცხმყოფელი სიტყვები დაწერეს.

მომზადებულია
Zeit-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
**** ყველა ეგეთ ადამიანებს :)))))
goga
01:42 26-04-2013
0
დაიმსახურა
messi10
11:19 26-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული