"ვერდერმა" არნაუტოვიჩი და ელია პირველი გუნდიდან მოკვეთეს

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერმა" პირველი გუნდიდან ორი წამყვანი ფეხბურთელი, მარკო არნაუტოვიჩი და ელჯერო ელია გაურკვეველი ვადით მოკვეთა!

მიზეზი, რა თქმა უნდა, უდისციპლინობაა, რაშიც ავსტრიელი და ჰოლანდიელი მანამდეც არაერთხელ იყვნენ შემჩნეულები.

ამჯერად, არნაუტოვიჩი და ელია ღამის სამ საათზე პოლიციამ გააჩერა - მარკო ავტომობილს ზედმეტად სწრაფად მართავდა, გაჩერების შემდეგ კი არნაუტოვიჩი და ელია პოლიციასთან იმდენად აგრესიულად მოიქცნენ, რომ სამართალდამცავებმა მეორე ეკიპაჟი გამოიძახეს. პოლიციის ოფიციალური განცხადებით, "ვერდერის" ფეხბურთელები ნასვამები არ ყოფილან.

"ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ მხოლოდ ისეთი მოთამაშეები გვჭირდება, რომლებიც "ვერდერს" 100 პროცენტით უერთგულებენ.

ვინც
თამაშამდე ორი დღით ადრე ღამის სამ საათზე ავტობანზე სიჩქარეს გადააჭარბებს, ის მოკვეთის ღირსია," - ეს ბრემენული კლუბის მენეჯერ თომას აიხინის სიტყვებია.

27 აპრილს, ბუნდესლიგის 31-ე ტურში "ვერდერი" "ლევერკუზენს" ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული